სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კერძის მომზადებისას ყველა დიასახლისს შეიძლება შეცდომა მოუვიდეს. ყველაზე გამოცდილ მზარეულებსაც კი ზოგჯერ კერძში რომელიმე ინგრედიენტის ზუსტი დოზის განსაზღვრა უჭირთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მზარეული კონკრეტული წარმოების პროდუქტს პირველად იყენებს.
მომხდარა ისე, რომ კერძის მომზადებისას მარილი ზედმეტი მოგსვლიათ და მისი გადაღვრა დაგჭირვებიათ?
ასეთი შემთხვევებისთვის დიასახლისებს, შეცდომის გამოსწორების საკუთარი ხრიკები აქვთ.

ჭარბმარილიანი წვნიანის გამოსწორების საინტერესო ხრიკს გვთავაზობს თემო შოთაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში "კვებისტის" სახელითაა ცნობილი.
"თუ წვნიანში მარილი ზედმეტი მოგივიდა და გადაამლაშე, მისი გადასხმა არ იჩქარო. აიღე ერთი ცალი მოზრდილი კარტოფილი, კარგად გათალე, ჩააგდე წვნიანში და ცოტა ხანი დააცადე.

კარტოფილი დაიწყებს წვნიანიდან მარილის შეწოვას და ცოტა ხანში წვნიანი მარილიანი აღარ იქნება," - ამბობს კვებისტი.
01/06/2026