Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ არის საშიში „უხილავი“ სიბრძნის კბილი - სტომატოლოგის გაფრთხილება

რატომ არის საშიში „უხილავი“ სიბრძნის კბილი - სტომატოლოგის გაფრთხილება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სიბრძნის კბილები ხშირად ხდება სტომატოლოგიური პრობლემების მიზეზი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ პრობლემა შეიძლება მაშინაც არსებობდეს, როცა კბილი საერთოდ არ ჩანს.

რატომ არის საშიში „უხილავი“ სიბრძნის კბილი და როგორ შეიძლება მან მეზობელი კბილების დაზიანება გამოიწვიოს?

სტომატოლოგი ქეთი მეგრელაძე ამ საკითხზე დეტალურად საუბრობს და გვიხსნის, როდის არის აუცილებელი ქირურგიული ჩარევა.

ქეთი მეგრელაძე


"რატომ უნდა ამოვიღოთ სიბრძნის კბილი, მაშინაც კი, თუ ის არ ჩანს?
მე ვარ ქეთი, სტომატოლოგი, და მეზიზღება სიბრძნის კბილები, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, მაგრამ ახლა ერთ-ერთზე ვისაუბრებ.

ხშირად პაციენტები ფიქრობენ, რომ თუ სიბრძნის კბილი პირის ღრუში არ ჩანს, ე.ი. პრობლემაც არ არსებობს. სინამდვილეში, თუ თქვენ უკვე ზრდასრული ხართ და თქვენს სიბრძნის კბილს (ე.წ. „მერვე კბილს“) ვერ ხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იქ არ არის. პირიქით, ეს არის მიზეზი, რომ დროულად მიმართოთ სტომატოლოგს და ჩაიტაროთ რენტგენოლოგიური კვლევა.

რაში მდგომარეობს საფრთხე?

ხშირ შემთხვევაში სიბრძნის კბილი ყბაში არასწორი მიმართულებით, ჰორიზონტალურად არის განთავსებული.

კბილი

მიუხედავად იმისა, რომ ის ზედაპირზე არ ამოდის, კბილი მუდმივად „ცდილობს“ ზრდას. ეს პროცესი თქვენთვის შეუმჩნეველია, თუმცა შიგნიდან ის მუდმივად აწვება მეზობელ, მეშვიდე კბილს. ასეთი მექანიკური ზეწოლა დროთა განმავლობაში აზიანებს ჯანსაღი მეშვიდე კბილის ფესვს ან გვირგვინს. თუ ამ პროცესს დროულად, ქირურგიული ჩარევის გზით არ შევაჩერებთ, დაზიანება იმდენად ღრმა იქნება, რომ სიბრძნის კბილთან ერთად, შესაძლოა, სრულიად ჯანსაღი მეზობელი კბილიც დაკარგოთ.

ამიტომ, თუ თქვენს სიბრძნის კბილებს ვერ ხედავთ, ნუ დაელოდებით ტკივილს, დროულად გადაამოწმეთ მათი მდგომარეობა სპეციალისტთან," - ამბობს სტომატოლოგი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

05/07/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024