Logo

სასარგებლო რჩევები

"ტუჩის აუგმენტაცია ხდება „ბოდი ფილერებით“. ეს ძალიან საშიშია - სპეციალისტის გაფრთხილება

"ტუჩის აუგმენტაცია ხდება „ბოდი ფილერებით“. ეს ძალიან საშიშია - სპეციალისტის გაფრთხილება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზღვარი მომგებიან ბიზნესსა და პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვას შორის, სილამაზის ინდუსტრიაში, ხშირად იკარგება.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ საგანგაშო ტენდენციაზე, რომელიც ესთეტიკურ პროცედურას ხელმისაწვდომს, მაგრამ სარისკოს ხდის.

ზოგიერთი კოსმეტოლოგი ტუჩის აუგმენტაციისათვის (გადიდებისთვის) ტანისთვის განკუთვნილ, ე.წ. „ბოდი ფილერებს“ იყენებს.

ერთი შეხედვით, ფორმულა „მარტივია“. ტანის ფილერი დიდი, 100-მილილიტრიანი შეფუთვებით გამოდის, ბევრად იაფი ჯდება და კლინიკას თუ არაკეთილსინდისიერ სპეციალისტს, უზარმაზარ მოგებას აძლევს, პაციენტს კი „ხელმისაწვდომ ფასს“.

თუმცა რისკი ფასზე მაღალია. სხეულის მსხვილი ზონებისთვის (მაგალითად, დუნდულებისთვის) შექმნილი სქელი, მაღალი სიმკვრივის პრეპარატის სახის ნაზ ქსოვილებში შეყვანა, უმძიმესი გართულებების, ქსოვილების ნეკროზისა და დეფორმაციის პირდაპირი წინაპირობაა.

ტუჩი

სად გადის ზღვარი ეკონომიურ პროცედურასა და ჯანმრთელობის დაზიანებას შორის და რატომ აყენებენ არაკეთილსინდისიერი ექიმები ფინანსურ მოგებას პაციენტის უსაფრთხოებაზე მაღლა? ამ თემაზე პოდკასტში "ყველაფერი ესთეტიკაზე", ექიმმა დერმატო-ვენეროლოგმა, დერმატოქირურგმა თაკო ლოლუამ ისაუბრა.

თაკო ლოლუა

„არის შემთხვევები და საკმაოდ ხშირად, რომ ტუჩის აუგმენტაცია ხდება „ბოდი ფილერებით“. ამ ფილერებს შორის განსხვავება ძალიან დიდია.

ტანისთვის შექმნილი ფილერი (ბუნებრივი შემავსებელი) არის სხვა სიმკვრივის და სხვა სტრუქტურული მახასიათებლის. ის შექმნილი ისე, რომ მაგალითად, დუნდულას ზონაზე უნდა გაუძლოს სულ სხვანაირ დატვირთვას. შესაბამისად, ის ბევრად უფრო სქელია.

ფილერი

მარტივად რომ ავხსნა ეს მექანიზმი, მიზეზი ისაა, რომ "ბოდი ფილერი" იაფია!

დიდი შეფუთვით, ასე ვთქვათ „მაწვნის ქილის“ შეფუთვით (30, 60, 100 მილილიტრიანი შეფუთვით), პრეპარატის ღირებულება გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ინდივიდუალური 1 მილილიტრი ტუჩისთვის შექმნილი ფილერი.

ფილერი

ამიტომ, ამ დიდი შეფუთვიდან შპრიცებში ამოღებული, თითო-თითო მილილიტრი პრეპარატი, არის გაცილებით მომგებიანი სპეციალისტისთვის და გაცილებით იაფი პაციენტისთვის... თუმცა მას ახლავს გაცილებით დიდი გართულების რისკი,“ - გვაფრთხილებს სპეციალისტი.

ავტორი: ზმნა

07/30/2026

გაფრთხილებადერმატოლოგიდერმატოქირურგითაკო ლოლუაფილერი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024