Logo

"თურმე, რამდენ ხალხს ნდომებია ცოცხალი პატრიარქის ნახვა"- დოროთე ყურაშვილი

"თურმე, რამდენ ხალხს ნდომებია ცოცხალი პატრიარქის ნახვა"- დოროთე ყურაშვილი

03/20/2026

ტექსტის ზომა

"პატრიარქი იყო ძალიან გულჩვილი, ჩვენ ერთად გვიტირია. მიჭირს გახსენებები, რადგან მეც არ მინდა სატელევიზიო ცრემლები," - თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

დოროთე ყურაშვილი ამბობს, რომ ახარებს ათასობით ადამიანის მობილიზება პატრიარქთან დასამშვიდობებლად, თუმცა გული სტკივა, რომ ამ ადამიანებს სიცოცხლეში არ შეეძლოთ მასთან კომუნიკაცია.

"არავინ არ ელოდა ამდენ ხალხს, დარწმუნებული ვარ პატრიარქიც არ ელოდა. დარწმუნებული ვარ, იმდენად ცდილობდნენ მისი ავტორიტეტის დაქვეითებას, ისინიც არ ელოდნენ, ეგონათ, რომ მისი ავტორიტეტი დაამხვეს.
იქ ვცხოვრობ სამებაში, ფოტოებს ვიღებ ხოლმე ჩვენი კელიიდან, რომელიც ბერებს პატრიარქმა აგვიშენა, თურმე რამდენ ხალხს ნდომებია ცოცხალი პატრიარქის ნახვა, მაგრამ ჩაკეტილი იყო. იქიდან, ახლა ვინც იქ არის, 1 პროცენტს ხომ მაინც უნდოდა, რომ პატრიარქი ცოცხლად ენახა, იმ 1 პროცენტის ნაწილსაც არ უშვებდნენ... მე არ შემიშვეს. მე, არქიმანდრიტს, მის ნაკურთხს, მის ხელდასხმულს არ მიშვებდნენ და აქ ძლივს შევედი მესამე დღეს, იმდენი ხალხია. თან მიხარია და თან ცრემლები მომდის ამდენ ხალხს რომ ვხედავ", - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დოროთე ყურაშვილიმოგონებაპატრიარქი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026