Logo

სასარგებლო რჩევები

თუთიის ოქსიდი – დავიწყებული "ჯადოსნური" და იაფი საშუალება კანის "გასაპრიალებლად"

თუთიის  ოქსიდი – დავიწყებული "ჯადოსნური" და იაფი საშუალება კანის "გასაპრიალებლად"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად კანის მოვლის ძვირადღირებული და მრავალკომპონენტიანი საშუალებების ძიებაში გვავიწყდება ისეთი მარტივი, გამოცდილი და ხელმისაწვდომი პროდუქტები, რომლებსაც მედიცინა ათწლეულებია ენდობა.

ერთ-ერთი ასეთი „საიდუმლო იარაღი“ თუთიის ოქსიდის შემცველი კრემია.

ექიმი მარინე ძაგნიძე საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გვიზიარებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა დაიკავოს ამ პროდუქტმა საპატიო ადგილი ნებისმიერი ადამიანის საოჯახო აფთიაქში.

ექიმის განმარტებით, თუთიის ოქსიდის ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები თანაბრად ეფექტურია როგორც ჩვილების ნაზი კანის მოსავლელად, ისე მოზრდილებში აკნესთან საბრძოლველად ან ზამთრის სეზონზე აგრესიული გარემო პირობებისგან დასაცავად.

„ახლა რასაც გეტყვით, ამას დერმატოლოგები არ გასწავლიან. არ გაგეცინოთ, მაგრამ დამიჯერეთ, ბოლომდე მომისმინეთ, გააკეთეთ და შედეგით თქვენ თვითონ დატკბებით.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში გერიატრიულ პრაქტიკაში მუშაობამ მაჩვენა, რომ ხანდაზმულებში და ჩვილებში პამპერსის ქვეშ, კანის გაღიზიანებას და წყლულს, ყველაზე კარგად ახორცებს კრემი, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული და ანტიინფლამატორული (ანთების საწინააღმდეგო) ეფექტი - ეს არის ცინკის ოქსიდი.

თუთიის ოქსიდი

ეს კრემი აქტიურად გამოიყენება აგრეთვე ახალშობილებშიც პამპერსის ქვეშ და გამოყენების შემდეგ ნათლად ჩანს პრიალა ეფექტი. ზუსტად ასეთივე პრიალა ეფექტი ექნება შენს სახის კანზე, თუ კვირაში 3-4-ჯერ იხმარ ამ კრემს.

პირველი გამოყენებისთანავე ნახავ, მეორე დღეს როგორი გაპრიალებული სახის კანი გექნება. ამ კრემს აქვს წყლულების შეხორცების თვისება, ამიტომ ძალიან კარგად მუშაობს კანის გაღიზიანების და აკნეს დროს.

ცინკის ოქსიდი განსაკუთრებით კარგია ზამთრის სეზონზე – ყინვასა და ქარში. როცა კანი შრება და წითლდება. კრემი გასუფთავებულ კანზე უნდა წაისვათ და მთელი ღამე გააჩეროთ.

კრემი

სხვათა შორის, ცინკის ოქსიდს შეიცავს ყველა მზისგან დამცავი კრემი და ლოსიონი. მაგრამ ეს კრემი სუფთა სახით ყველაზე კარგი დამცველია მზის სხივებისგან. ის კანს ისე ადვილად არ შორდება, როგორც მზისგან დამცავი სხვა ლოსიონები, თან ბევრად უფრო ნატურალური და იაფია,” - გვირჩევს ექიმი.

ავტორი: ზმნა

04/05/2026

თუთიის ოქსიდიმარინე ძაგნიძერჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024