საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სტილისტმა შორენა ჯიქიამ, ლიკა ყაზბეგის პოდკასტში სტუმრობისას, საკუთარ თვითშეფასებაზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, თავის პატარა ავტომობილში ჯდება ისე, როგორც პორშეში, თავს შინაგანად მილიონერად აღიქვამს, ნეგატივზე არ განაწყობს ტვინს და ცხოვრება ასე გაცილებით უადვილდება.
შორენა ჯიქია: დილით რომ ვიღვიძებ, ვწყვეტ - ვიყო თუ არა იმ დღეს ბედნიერი. მე ღირებულებებს ვეპოტინები. ეკლებს ვჭყლეტ, ვერ მერევა. პრობლემას ვისხლეტ, დარდში არ გადამაქვს. ყოველ დღე ვეფერები ყველას, რომ მერე არ მქონდეს სანანებელი. ვლოცულობ, ყოველდღე ვავედრებ უფალს გარშემო მყოფებს: შენი შექმნილია, შენ დაბადე ამ სამყარაოში ეს ადამიანები და მასწავლე, მივიღო ისინი. გამაძლიერე რწმენაში. მასწავლე, ყოველთვის ვიყო ბედნიერი-მეთქი. ხუმრობით ვამბობ, დედაღვთისმშობელთან და უფალთან ხელშეკრულება მაქვს-მეთქი, მეგობრები ვართ და მათ ვასწავლეს, როგორ ვიყო მადლიერი 24/7-ზე. პრობლემას პრობლემად არ აღვიქვამ. ამ ღირებულებებს იმდენად ვითავისებ, რომ ბედნიერი ვარ. ფული რა შუაშია ბედნიერებასთან. ეს კომფორტია. "უნდაზე" არავისთან ვმეგობრობ. მინდა და ისე ვაკეთებ.
42 წლის ვარ და 36 წლის ასაკში დავიბადე სულიერად და ხორციელად.
მე ხომ ხელოვანი ვარ და ვარხნილობასა და მაკიაჟზე სახლში მისვლით ვმუშაობ. მირეკავენ, მივდივარ, ვპრანჭავ. რომ მირეკავს, რა ვიცი, ღარიბია თუ მილიონერი, ერთ ფასში ვემსახურები ყველას. რომ მივსულვარ და მინახავს, რომ მდიდარია, არ გამიფიქრებია, ნეტა მეტი ფასი მეთქვა-მეთქი. ის ორი საათი მეც მილიონერი ვარ. ტვინს ვატყუებ. ტვინმა რა იცის, მე მაქვს თუ - არა. ვტკბები, რა კარგია მე თუ არა, სხვას მაინც აქვს-მეთქი.
ტვინი უჭკუოა. მე ტვინს უტვინოს ვეძახი, რასაც მიაწვდი იმაზე მუშაობს. ყველაფერს აკეთებს, რომ შოკამ ეს მიიღოს. ტვინი ტვინია, მაგრამ რა პროგრამასაც ჩაწერ, რა გემოს მიაწვდი, იმაზე მუშაობს.
ფილმი "საიდუმლო" ჩემთვის აღმოჩნდა ის აღმოჩენა, რომ მე სწორ გზას ვადგავარ.
მე ჩემს პატარა ავტომობილში (მიკრა მყავს) ვჯდები როგორც ფერარიში, პორშეში. ჩემი შეგრძნებაა, რომ მე პორშეში ვზივარ. მთავარია, არა ის, საიდან გადმოდიხარ, არამედ ის, ვინ გადმოდის ამ მანქანიდან. მე შინაგანად მილიონერი ვარ, რომელსაც არც უბრენდო სამოსი მაბრკოლებს და არც პატარა მანქანა. თავად ბრენდი ვარ. თვითშეფასება მაღალი მაქვს. ეს ჩემი თავის სიყვარულმა მასწავლა.

06/09/2026