საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დუტა 6 ივლისს 53 წლის გახდა. ეკრანიდან გაუჩინარებულია. ამბობს, რომ საჯაროობას ჩაეხსნა. ინტერვიუებზე უარს ამბობს, უკვე დიდი ხანია ამ რეჟიმშია. თუმცა ეკა ხოფერიას იუთუბგადაცემაში, ძველი მეგობრობის ხარჯზე, ეკას ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა თემას შეეხო. ამბობს, რომ თეატრს აქტიურად დაუბრუნდა. თამაშობს "ქალაქის თეატრსა" და "თეატრი სახელოსნო 42-"ში.
დუტა სხირტლაძე: 10 წელია ბაიკით დავდივარ, სხვანაირად როგორ მოვასწრო ყველაფერი?
სტუმრიანი კაცი ვარ. მიყვარს, როცა ჩემთან სტუმრები არიან. არ მიყვარს, მარტო მე და მარინა რომ ვართ სახლში. ორი დღე კარგი, მაგრამ მესამე დღეს ვინმე უნდა მოვიდეს. კარი არ უნდა დაიკეტოს. თან ახალგაზრდებთან მიყვარს ურთიერთობა. თვითონ ვერ ვხვდები, რომ დავბერდი. ტვინი ვერ ვხვდება.

"სარდაფში" ვარ დარჩენილი, "სამ გროშიანი ოპერა" რომ ვითამაშე, მაგ ასაკში ვარ ჩარჩენილი. ტვინით 30-ს ვერ გადავცდი, არ მემატება, რა ვქნა, რა გავაკეთო? გამოცდილებას იძენ, თორემ აზროვნება, ჩამოყალიბება - 28 წლის ასაკში მთავრდება. მერე რაღაც დროს გადაწყვეტ, რომ დაბერდი. მე ჯერ არ გადამიწყვეტია დაბერება.

კიკინით დავდივარ და საყურეები დავირჭე, რომ ჩემი ტვინი, იმ კომუნისტური წნეხისგან გავათავისუფლო. მილიონ სისულელეს ვაკეთებ, ვიბრძვი საკუთარ თავთან. თავისუფლება აზროვნებაში არ გვაქვს. ქუჩაში შეუძლია ვიღაცამ მომაძახოს, კაი, რა საყურეო. ვინ გეკითხება? ეს დღემდე აქვთ...
მერე, ახალგაზრდებს თავისუფლება და უზრდელობა ერთმანეთში ერევათ. ჩემის თავისუფლება ავიწყდებათ.

ახლა როგორ ვარ და ცოტა გაურკვევლობაში ვარ. რომ გითხრა, გადასარევად ვარ-მეთქი, მოგატყუებ. რთულია, დღეს იყო კარგად. თეატრში, 4 წლის წინ, ჩემმა ძმამ მიმაბრუნა. აქტიური ცხოვრება დავიწყე თეატრში.
საჯარო არსებობას დიდი ხნის წინ დავანებე თავი. ერთადერთი, შეიძლებოდა რამე გადაცემა წამეყვანა, მაქსიმუმი ეგ იყო.
ის, რაც მე მინდოდა ყოფილიყო დადებითი ანუ ბევრს რომ ვშრომობდი, ბევრ ადგილას ვმუშაობდი, ეს გახდა დასაცინი. უთოსაც რომ ჩართავ, იქაც დუტააო, დაიწყეს ხუმრობა. შრომა დასაცინი რომ ხდება, მაგრა მიტყდება, უბრალოდ.

ცხოვრებაში უამრავი გამოწვევა, უამრავი დაცემა იყო.
ბისტროში ვმუშაობდი, კარტოშკას ვფცქვნიდი, დღეში სამას კილოს. ფრის პირველები ჩვენ ვაკეთებდით ქალაქში. 70 დოლარი მქონდა ხელფასი. დიდი ფული იყო.
გამოცდილება, შვილები. ჩემი მთავარი მიღწევა კი მაინც შვილებია... მიყვარს, როდესაც ჩემს შვილებს ვუსმენ. ჯაჯაღანა მშობელი არ ვარ. ჭკუას არ ვარიგებ. როგორც უნდათ, ისე ცხოვრობენ, ხელს ვუწყობ.


07/15/2026