Logo

ტაბლოიდი

"ტყუილზე დაწყებული ამბავი, ისედაც ნგრევისთვის არის განწირული" - სანდრო მიკუჩაძე

"ტყუილზე დაწყებული ამბავი, ისედაც ნგრევისთვის არის განწირული" - სანდრო მიკუჩაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გასული კვირის ბულვარული პრესის მთავარი თემა თამუნა მუსერიძის მიერ გაჟღერებული ოჯახის დანგრევის თემა იყო. როგორც მან თქვა, ოჯახი მეუღლის მხრიდან ღალატმა დაანგრია.

"მე მესამე ადამიანი არასდროს, არაფერში დამიდანაშაულებია. მაინც ვთვლი, რომ ის მესამე არაფერ შუაში არ არის. წელს რაც ვნახე და რასაც ვუყურე, აბსოლუტურად გაუგონარი და წარმოუდგენელია ჩემთვის. როგორ შეიძლება - ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვილი, სახლში ღამე ადგებოდე სასმლით... ძაან მიჭირს დეტალებში შესვლა. არ მესმის ასეთი ქალების. მაგრამ ეს გოგო არაფერ შუაშია. არ ვადანაშაულებ. ჩვენი ბრალია ყველაფერი. ჩვენ რომ მყარად ვყოფილიყავით..." - ამბობს თამუნა.

ჟურნალისტის და მსახიობის 12 წლიანი ოჯახი დაინგრა. იუთუბში კი, სანდრო მიკუჩაძის რამდენიმე თვის წინანდელი ინტერვიუ ხელახლა "გამოჩნდა".

ნანკა გვარის პოდკასტში - "მარტოობის 15 წუთი", მან თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ისაუბრა, მათ შორის, დამოკიდებულების და დეპრესიის, თავში ჩაღრმავების პერიოდზე.

სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

სანდრო მიკუჩაძე: მე ძალიან შევყვევი იმ პროცესს. დამაინტერესა. ამ სამყაროსთვის სიგიჟის ზღვარზე გადიხარ, რაღაცები ცუდად აისახება - ინგრევ ურთიერთობებს, კარგავ ყველას. იკეტები.

ძალიან მიყვარს სიმართლე. სადაც სიმართლე ტრიალებს, დარწმუნებული ვარ, იქ ყველაფრის მოგვარება შეიძლება. სადაც სიმართლეა, იქ ნაკლებად ვარ დაძაბული. ტყუილზე დაწყებული ამბავი, ისედაც დანგრევისთვის არის განწირული. მივხვდი, რომ ადამიანები ყველანაირ ურთიერთობას ამყარებენ ტყუილზე. ბევრ რამეს.

მაგ პერიოდიდან გამოსვლა თამუნასთან შეხვედრამ განსაზღვრა. მაგ ურთიერთობამ გამომიყვანა. დღემდე ვეკითხები, რა გინდოდა იქ იმ დროს? სად "გაიჩითე"-მეთქი? ანგელოზივით რომ გამოგეცხადება სადღაც, ჯოჯოხეთში. თამუნა განსხვავებულია. ნათელია, სინათლეა, ცეცხლია... ჩვენ ვეძებთ ჩვენნაირებს, მაგრამ შენნაირი საერთოდ არ უნდა ეძებო. ვერც იპოვი. ვერც დედ-მამისნაირს, ვერც ბებია-ბაბუისნაირს იპოვი. საერთოდ საწინააღმდეგო ტიპშაა და მივენდე ამ პროცესს და მოგვიყვანა დღემდე.

მე მაინც ყველაზე ძნელი სიტუაცია მგონია გაურკვევლობა. არ შემიძლია. ასევე არ შემიძლია ტყუილი. ვინც მატყუებს მერე მტერი ხდება, ვეღარ ვენდობი.

ასევე დაგაინტერესებთ:

"არ მესმის ასეთი ქალების, მაგრამ ჩაქუჩებით სირბილს არ ვაპირებ" - თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე გაიყარნენ

ავტორი: ზმნა

05/11/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024