Logo

"უამრავი ისტორია მაკავშირებს პატრიარქთან... ხვალ როგორი იქნება, არ ვიცი..."- ეკა ბესელია

"უამრავი ისტორია მაკავშირებს პატრიარქთან... ხვალ როგორი იქნება, არ ვიცი..."- ეკა ბესელია

03/18/2026

ტექსტის ზომა

მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ადამიანები ერთმანეთს უწმინდესის გარდაცვალებას უსამძიმრებენ.

პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ...

საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა.

ეკა ბესელია: არ ვიცი, ხვალ როგორი იქნება, მაგრამ დღეს მთელი საქართველო ჭირისუფალია…

დღეს ჩემი დიდი მამა დაგვემშვიდობა და არც კი ვიცი, როგორ უნდა გავიაზრო ეს…

ბოლო 25 წელზე მეტია არაფერი მახსოვს მნიშვნელოვანი ჩვენი პატრიარქის გარეშე….

არავინ მინახავს მასზე დიდი ადამიანი, რომელსაც უფრო დიდი სიყვარული შეეძლო და უფრო დიდი ზრუნვა ….

უდიდესი იყო პატრიარქის სიბრძნე, სიკეთე და სიყვარული ….

უამრავი ისტორია მაკავშირებს პატრიარქთან და არ ვიცი, ამ ისტორიებთან მარტო დარჩენა როგორი იქნება….

მადლობა უფალს, რომ ბევრი წელი, ბევრი დღე და საათი მამყოფა უდიდესი ადამიანის გარემოცვაში და მქონდა ეს დიდი ბედნიერება მესაუბრა ყველაფერზე….

მადლობა ჩვენო სულიერო მამავ ყველაფრისთვის.

უწმინდესი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026