
01/16/2026
ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"42-ე სკოლა დიდი გულისტკივილით ემშვიდობება კიდევ ერთ საუკეთესო კურსდამთავრებულს, წარმატებულ და განათლებულ ახალგაზრდას, გიორგი თოიძეს, რომელსაც უამრავი კეთილი სურვილი, ნატვრა თუ ოცნება დარჩა განუხორციელებელი.
თანავუგრძნობთ გიორგის ოჯახს, სკოლას, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ის უყვარდა,"-ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარე სტატია