ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ძილი ის პროცესია, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ყველამ კარგად ვიცით, ძილის რეჟიმის მოწესრიგება ადამიანების უდიდესი ნაწილისათვის, კვლავ ურთულეს საკითხად რჩება.
ბოლო დროს ხშირად გვესმის სპეციალისტების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ძილის ხარისხი ჩვენი სხეულის წონაზეც მნიშვნელოვნად აისახება.
ძილის ფაზებსა და სხეულის წონის მატების კავშირზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი ვაჟა ვაჭარაძე.
„ჩვენი ჰორმონალური სპექტრი, ჰორმონების გამომუშავება პირდაპირ კავშირშია ძილის ფაზებთან. წონაში თუ ვერ იკლებთ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ძილის ფაზებს უნდა მიაქციოთ.

ორგანიზმის აღდგენის პროცესი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ძილი. ძილი თუ 7-8 საათი გრძელდება, ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძილის 4-5 ციკლს გავდივართ, მათ შორის სწრაფი ძილისა და ნელი ძილის ფაზებს... და ამ ფაზებს შორის ბოლო, ნელი ძილის ფაზაა.
თუ ნელი ძილის ფაზა ადეკვატურია, მაშინ ზრდის ჰორმონი და პროლაქტინი აქტიურად გამომუშავდება და ეს ორი ჰორმონი დიდ გავლენას ახდენს აღდგენის პროცესზე.

უძილობა და წონის მატებას შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს. თუ ძილის ხარისხი გაუარესებულია, ამან შესაძლოა გაზარდოს დიაბეტის განვითარების რისკი. ამასთანავე ძილის ჰორმონის, მელატონინის ბალანსი თუ დაირღვა ეს ინსულინის ხარისხზე ახდენს გავლენას.
შესაბამისად უძილობა ან ძილის ხარისხის გაუარესება პირდაპირ კავშირშია წონაში მატების ტენდენციასთან,“ - ამბობს ექიმი.
02/28/2026