საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თუ ერთხელ მაინც გადაჰყრიხარ ქუჩაში ფერადი სამოსით, ხელჯოხითა და ყვავილებით ნარნარით მოსიარულე ირეალურ ზოია წიკლაურს, არც არასდროს დაგავიწყდებოდა... თითქოს სხვა სამყაროდან იყო. ფერადი ზმანებასავით მოუხელთებელი, გამჭირვალე და სიფრიფანა. დადიოდა და სუსტი მხრებით დაჰქონდა თავისი ტრაგედია, რომელსაც მშობლიური კახეთიდან დედაქალაქში გამოექცა. დღეებს იფერადებდა, სალოსობდა, იღიმოდა, მზეზე თბებოდა და თავისთვის ბუტბუტებდა...
უკვე აღარ არის... ეს გამჭვირვალე, ფერადი ქალი ნამდვილად დააკლდება ქუჩებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურმე ზოიას არ სურდა კახეთში დაესაფლავებინათ. აი, წერია ფეისბუქზე მის უკანასკნელ სურვილზე.
სტელა სიმონიანი: მე პირადად ვიცნობდი ნინოს, მე მსგავსი ადამიანი არ შემხვესრია ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ნინოს ცხოვრებაც იცით თქვენ. მას არავინ აღარ ჰყავდა ჩვენს გარდა, ვინც თითქმის ყოველდ დღე მივდიოდით და ვესაუბრებოდით.

სულ იმას იძახდა, მე რომ მოვკვდები, კახეთში არ დამასაფლავოთ, თბილისში დამასაფლავეთო...
დღეს დადგა ის დღე, რომ გამოჩნდნენ ნათესავები და ჩვენ გავხვდით უძლურები, ნინოს დაპირებას ვერ ვასრულებთ. თხოვნით მოგმართავთ, დაგვიდექით გვერდში, იქნებ ნინოზე პოსტი რომ დაწეროთ, ნახონ ნათესავებმა და გადაიფიქრონ.
ჩვენ ყველა მზად ვართ ყველანაირი პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე ავიღოთ. ნინო არ იყო უბრალო ადამიანი, ნინო იყო სალოსი და რაც გვთხოვა, ის გვინდა რომ გავაკეთოთ.
ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოიას - ნინოს ბოლო სურვილის შესრულების თემას ბევრი ექომაგება.
" მაშინ სად იყავით, გამწარებული ქალი ქუჩაში რომ იყო და საკვებს ნაგავში ეძებდა? ახლა მისი ბოლო სურვილის ასრულებაც არ გინდათ? კახეთში რომ დამარხავთ, რომელიმე ხართ მიმსვლელი მის საფლავზე? სიცოცხლეში არაფრად აგდებდით და მკვდარი გინდათ მიაბაროთ იქ, სადაც მას არ სურდა. თბილისში უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება, ვინც მის საფლავს შეხედავს, ვიდრე თქვენ კახეთში" - წერენ სოციალურ ქსელში.
თუმცა არიან ისეთებიც ვინც წერს, რომ ზოია არ იყო სრულ ჭკუაზე და ის კახეთში, გარდაცვლილი შვილის გვერდით უნდა დაიკრძალოს.

11/14/2025