ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საახალწლო სუფრას განსაკუთრებით უხდება სასმელი, რომელსაც საკუთარი ხელით ვამზადებთ.
ლიქიორი ის სასმელია, რომელიც ზამთრის დღეებს გაგვილამაზებს და რომანტიკულ ატმოსფეროს შესძენს.
თუ გსურთ საახალწლო სუფრა თქვენი ხელით მომზადებული ლიქიორით დაამშვენოთ, გთავაზობთ ბროწეულის ლიქიორის რეცეპტს,რომელიც გამომწერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა გაუზიარა.

როგორ მოვამზადოთ ბროწეულის ლიქიორი ზამთრის დღეებისთვის
კარგად გარეცხეთ ბროწეული, გაარჩიეთ და ჩაყარეთ ქვაბში.
2 ჭიქა ბროწეულის მარცვლები
2 ჭიქა არაყი
2 ჭიქა შაქარი
1 დარიჩინის ჯოხი
კარგად აურიეთ და ადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 24 საათი!!! ბოლოს კარგად გადაწურეთ და უგემრიელესი ლიქიორი მზადაა!
12/25/2025