Logo

უგემრიელესი კექსი სამი ინგრედიენტით - უფქვილოდ!

უგემრიელესი კექსი სამი ინგრედიენტით - უფქვილოდ!

09/17/2026

ტექსტის ზომა

კექსი უფქვილოდ - უკვე საინტერესოდ ჟღერს. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაკლები ფქვილის მიღება სურს.

მზარეული ალეკო ჯავაშვილი კექსის ძალიან მარტივ და საინტერესო რეცეპტს გვიზიარებს.

"კექსის ეს რეცეპტი უჩვეულოა იმით, რომ არც ფქვილი აქვს, არც ცხიმი და არც რძე. მხოლოდ 3 ინგრედიენტი სჭირდება - კვერცხი, შაქარი და ნებისმიერი სახის თხილეული (მიწის თხილი, კაკალი, ნუში)," - ამბობს მზარეული.

კექსი

მომზადება:

3 კვერცხი. ზუსტად იმ რაოდენობის შაქარი ან შაქრის პუდრა უნდა დაამატოთ, რასაც 3 კვერცხი აიწონის. ჩემი გამოვიდა 180 გრამი და ვაყრით 180 გრ შაქრის პუდრას. თუ კვერცხი 150 გრ. გამოვიდა, 150 გრ შაქარი ჩაყარეთ.

მიქსერით ან ბელნდერით ათქვიფეთ გოგლი-მოგლის კონსისტენციამდე. ჩაყარეთ 300 გრამი მიწის თხილი, ან ნიგოზი, ან ნუში. გნებავთ მიქსი - 150 გრამი თხილი, 150 გრამი ნუში. როგორც გენებოთ.

კექსი

თხილეული უნდა იყოს გაუფცქვნელი, რადგან ქერქს ქატოს ეფექტი აქვს. არც ნიგოზი გაფცქვნათ, არც ნუში. ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ. მიიღებთ სქელ მასას, რომელსაც ცივი წყალი უნდა დაამატოთ, აუცილებლად. ისევ დააბლენდერეთ. დაამატეთ 1 ს.კ გამაფხვიერებელი. ისევ ათქვიფეთ და ჩაასხით ფორმაში. აუცილებლად გამოაცხვეთ კექსის ფორმაში, რომელსაც შუაგული ამოღებული აქვს. ჩვეულებრივ ფორმაში ეს ვერ გამოცხვება. რამდენადაც გასაკეთებლად ადვილია, ცხობის პროცესს მეტი ყურადღება უნდა.

წაუსვით ფორმას ზეთი.

ვაცხობთ 180 გრადუსზე 30-40 წუთით.

კექსი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026