Logo

საზოგადოება

"უხმოდ იცინოდა, ისეთი გულიანი სითბოთი იღიმოდა, რომ ქუთუთოები განათებული ჰქონდა..." - ტარიელ ხარხელაური გუჯა ბურდულზე

"უხმოდ იცინოდა, ისეთი გულიანი სითბოთი იღიმოდა, რომ ქუთუთოები განათებული ჰქონდა..." - ტარიელ ხარხელაური გუჯა ბურდულზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ოთხი წელი გადის, რაც მსახიობი გუჯა ბურდული გარდაიცვალა. სიონის ტაძრის ეზოში, სადაც 80 წლის არტისტს ემშვიდობებოდნენ, ტარიელ ხარხელაურმა ეს მითხრა:

"იცით, როგორი სიცილი იცოდა? უხმოდ ჩაბჟირდებოდა. იცინოდა, კვდებოდა სიცილით, მაგრამ ხმას არ გამოსცემდა. 

ახლოს რომ მივიდოდი, აუცილებლად დამტაცებდა მარჯვენა ხელზე ხელს და მაკოცებდა. სიყვარულის ასეთი გამოხატვა ჰქონდა.

ისეთი გულიანი სითბოთი იღიმოდა, თვალებს რომ დახუჭავდა, ქუთუთოები განათებული ჰქონდა..."

ლადო ბურდულმა "ზმნას" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მუსიკოსი თავისი ცხოვრების ახალ ეტაპს, ამერიკელ ცოლს და გეგმებს შეეხო. მან, ჩვენთან საუბრისას, მშობლებიც გაიხსენა...

ლადო ბურდული: დედაჩემი, ინეზა აბესაძე, ულამაზესი და ინტელექტუალური ადამიანი იყო, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედაჩემი იყო. ჩემი პირველი ინტერნეტი დასავლეთთან - დედაჩემი იყო. მიყვებოდა „ბითლზებზე“, „როლინგ სთოუნზე“... ბევრ ინფორმაციას მაწვდიდა დასავლეთზე. დედაჩემი პიონერთა სასახლეში, მხატვრული კითხვის პედაგოგი იყო. მისი დამსახურებაა ის, რომ მე ბავშვობიდან ღრმად ვიყავი ჩართული შემოქმედებაში. რაც კი სასახლეში, მუსიკასთან დაკავშირებული წრეები იყო, მე და ჩემი და, თითქმის ყველაზე დავდიოდით. პირველი მუსიკალური განათლება იქ მაქვს მიღებული. ზეიმები და ბავშვების ემოციური განწყობა, არასოდეს მავიწყდება. დედაჩემის დამსახურებით, პიონერთა სასახლეში გატარებულმა პერიოდმა, ჩემს ცხოვრებაში თავისი წარუშლელი კვალი დატოვა.

ბურდულები

რაც შეეხება მამაჩემს, გუჯა ბურდულს, ის იყო პიროვნება, რომელიც სულ მასწავლიდა იმ ფასეულობებს, როგორიც არის - ვაჟკაცობა და ადამიანობა. ეს ყველაფერი, შემდეგ, სხვანაირ დონეზე ავიყვანე და სხვანაირად "გავუბერე", მაგრამ ფუნდამენტი ხომ იგივე არის, ეს ხომ გამოჩნდა მოგვიანებით.

იყო დრო, გამოქვაბულის გოიმებს არ ესმოდათ ჩემი. მე რომ სწორად ჩამოვიტანე დასავლეთიდან და სწორად ავხსენი, ეს სწორედ იმ ფუნდამენტზე აღმოცენებული ლადო ბურდულის დამსახურება, რაც მამაჩემმა ჩამიდო ბავშვობიდან. ვეძახდი კიდეც მამაჩემს "კაცობის და ჭეშმარიტების კომპასს".

ბურდულები

დედაჩემი თუ მუსიკალურ და ფოლკლორულ კულტურას ანვითარებდა ჩემში, მამაჩემი პირიქით, ბოქსზე, კარატეზე, ჭიდაობაზე მატარებდა. ყველგან ვიარე. ყველაზე მთავარი და ნაღდი, რაც მამაჩემმა დამიტოვა, რამაც მე ათასჯერ გადამარჩინა, ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა შემინარჩუნა, ეს ჩემი ცხოვრების სტილად ქცეული - ყოველდღიური სირბილია, ვარჯიში, ცივ წყალში ბანაობა და სულ ფორმაში ყოფნა. ეს მამაჩემის დამსახურებაა. მიუხედავად ჩემი ასაკისა, დღეს მე ძლიერად ვარ, საკაიფოდ ვარ და ბევრი ენერგია და ბრძოლის უნარი მაქვს. უფალს მადლობა მშობლებისთვის, შვილებისთვის, მუსიკისთვის... ყველაფრისთვის...

ავტორი: ზმნა

02/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024