რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პეტრე კვარაცხელიას მღვდელმოქმედება უკრაინის ეკლესიამ აღუდგინა და ფილადელფიაში, უკრაინული ეკლესიის ქართველი სამწყსოს მღვდლად დაადგინა. კოლხს სინოდალურმა კომისიამ მღვდელმოქმედება 2024 წელს შეუჩერა.
სიახლის შესახებ "ზმნას" თავად პეტრე კვარაცხელია უყვება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ამერიკაშია.
პეტრე კოლხი: უკრაინის ეკლესიამ, საპატრიაქრომ და პატრიარქმა ფილარეტმა გადაწყვიტა, რომ ჩემთვის მღვდელმოქმედება აღედგინა. ამას, რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქო და შიო მუჯირი ძალიან არასერიოზულად მიიღებს, რადგან შიო მუჯირი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებს. მე სხვა რეაქციას მისგან არ ველოდები, რადგან თავიდან ბოლომდე რუსია, საქმითა თუ ქმედებით.
არ ვიცი, რამდენად აცნობიერებთ, მაგრამ საქართველოს ეკლესია, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაცია, აღარ არსებობს. ის დაუბრუნდა რუსული ეკლესიის ორბიტას. სამწუხაროდ ასეა და მე ამ ეკლესიის წევრი ვეღარ დავრჩებოდი. აღარ შემეძლო. სულის ხუთვა მაქვს, როდესაც ვუყურებ, როგორ ნადგურდება ჩემი ეკლესია რუსი ეგზარქოსის მხრიდან.
მადლობა უკრაინის ეკლესიას და მის საპატრიარქოს. ფილადელფიაში ქართველმა ბიზნესმენმა უკრაინის ეკლესიას, ქართველი მრევლისთვის, სამწმყოსთვის, შეუძინა ფართი. ისინი ივლიან უკრაინულ ეკლესიაში და მე რა თქმა უნდა მშობლიურ ენაზე მომიწევს მსახურება. იქ არ იქნება მხოლოდ ტაძარი, იქნება ლექციები, შეხვედრები, საუბრები...
საერთო მტრის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით უნდა ვიდგეთ. მადლობა ღმერთს, საქართველოში არიან სასულიერო პირები, რომლებიც გამოფხიზლდნენ. მეც უკრაინის ეკლესიის ფრთებ ქვეშ ვიბრძოლებ, რომ საქართველო რუსული გავლენებისგან გათავისუფლდეს.
ვინც მოვა, რა თქმა უნდა, სიხარულით მივიღებ და ღმერთმა ინებოს, ჩემი ეს ნაბიჯი იყო სასურველი და სასიკეთო...
12/24/2025