კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გია ფერაძე უმცროსი 42 წლის გახდა. ის და მარიკუნა მიქატაძე, მისი ნახევარ და, ფაქტობრივად, ტოლები იყვნენ. მათი გაცნობის სცენა, ერთი სანახაობა იყო, რომელზეც რუსეთიდან ჩამოსული გია გატაცებით ჰყვებოდა. ახლად განცნობილ და-ძმებს საოცრად შეუყვარდათ ერთმანეთი. თუმცა ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. სამი წლის წინ ტრაგიკულად გარდაიცვალა მარიკუნა, 39 წლის ასაკში, შარშან კი მისი უფროსი ძმა, 50 წლის ბიძინა ფერაძე გარდაიცვალა.


გია ფერაძე უმცროსი რუსეთში, ქალაქ სამარაში ცხოვრობს. დედამისი ირინა დღესაც გიას მამის, მსახიობ გია ფერაძის გვარს ატარებს. გარდა იმისა, რომ საოცრად ჰგავს მამას, მის კვალს გაჰყვა და მსახიობია.

როდესაც თბილისში ჩამოვიდა და მისი ქართული ოჯახი გაიცნო, ამბობდა, მთელ ტანში ჭიანჭველებმა დამირბინეს, სისხლი სხვანაირად აჩქროლდა, სხვანაირად დავიწყე სუნთქვა და მივხვდი, რატომ ვარ რუსეთში განსხვავებულიო.

ორი წლის წინ საყვარელ ქალს ჯერ ხელი სთხოვა, შემდეგ მასზე იქორწინა.
მსახიობთან შეხვედრამდე, ქსენია ბეზუგლოვა 15 წელი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ალექსეი ბეზუგლოვზე. მას ამ ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. 2023 წელს წყვილი განქორწინდა.
ქსენია ცნობილი გახდა თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით. 2008 წელს ბეზუგლოვა, ორსულობისას, ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შემდეგაც ვეღარ გაიარა. ექიმების აკრძალვების მიუხედავად, ქსენიამ ქალიშვილი გააჩინა. ავარიამდე ის სარეკლამო საქმიანობით იყო დაკავებული, შემდეგ კი შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაერთო.
ქსენია ეტლით მოსარგებლე გოგონებს შორის სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია. დაინტერესებულ ადამიანებს მოტივაციის პოვნასა და გაზრდაში ეხმარება.

გია ფერაძე: ჩვენ ერთმანეთი მეჯლისზე გავიცანით. და ახლა უკვე სამი წელია სიამაყით ვატარებ ხელზე საქორწინო ბეჭედს. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომ მოვიპოვო ასეთი ქალის სიყვარული. სხვა ყველაფერი წარმავალია, სიყვარულია მარადიული. და ისტორია, რომელიც შეიძლება შექმნა ახლა და ამ დროს, შეიცნო ბედნიერება, შეიცნო ღმერთი და იცხოვრო ყოველი წამი სიყვარულით.

04/24/2026