Logo

უნდა იღებდეს თუ არა ექიმი კონსულტაციაში ფულს? - არჩილ მარშანიას განმარტება

უნდა იღებდეს თუ არა ექიმი კონსულტაციაში ფულს? - არჩილ მარშანიას განმარტება

02/19/2026

ტექსტის ზომა

უკანასკნელ დღეებში, სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის თემა გახდა უნდა იღებდეს თუ არა ექიმი თანხას პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევაში?

მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსულტაცია უფასო უნდა იყოს, რადგან დიაგნოსტირება ძირითადად ფასიანი კვლევების შედეგად ხდება.

ამ მოსაზრებას რამდენიმე ექიმმაც დაუჭირა მხარი... ერთ-ერთმა მათგანმა კი განაცხადა, რომ კონსულტაციაში არასოდეს საფასური არ აუღია.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექიმ არჩილ მარშანიას. მარშანია განმარტავს,რომ ექიმის მიერ უფასო კონსულტაციის შეთავაზება უმეტეს შემთხვევებში მარკეტინგული ხრიკია.

„ექიმმა კონსულტაციაში ფული უნდა აიღოს თუ არაო, ჩემს თვალმოკრულ "ფიდში" ბოლო დღეებია ამაზე სერიოზულად მიდის განხილვა.

კლინიცისტი ექიმი კონსულტაციაში ფულს თუ არასდროს არ იღებს და ისე მუშაობს, ეს ნიშნავს შემდეგს:

ან კორუმპირებულია და წამლების გაყიდვით, ატკატებით ცხოვრობს;

ან ისეთი სერვისი აქვს, რომ ძალიან ძვირადღირებულია და დიდ მოგებას უტოვებს. და თუ ამას საჯაროდ უსვამს ხაზს, შესაბამისად მარკეტინგული ხრიკით იზიდავს პაციენტებს, თითქოს ''უფასოდ'' მუშაობს;

ან მის კონსულტაციებს აფინანსებს სახელმწიფო და სადაზღვევო. სხვა მიზეზი ბუნებაში არ არსებობს,“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

არჩილ მარშანიაექიმიკონსულტაციაუფასო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026