Logo

"ავდექი და ჩამოვფრინდი" - რატომ გამოექცა ამერიკელ ექიმებს მურმან დუმბაძე

"ავდექი და ჩამოვფრინდი" - რატომ გამოექცა ამერიკელ ექიმებს მურმან დუმბაძე

10/24/2025

ტექსტის ზომა

მურმან დუმბაძემ გადაცემაში "პირველი სტუდია" თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ისაუბრა. პოლიტიკოსმა მძიმე ისტორია გაიხსენა.

მურმან დუმბაძე: მაქვს მწვანე ბარათი და ამერიკაში, პრევენციული კუთხით, ექვს თვეში ერთხელ - სამედიცინო დათვალიერებას გავდივარ. მორიგი შემოწმებისას ფერადკანიანმა ბიჭმა მარტივი ექოსკოპიით გამსინჯა და... რაღაცაში დაეჭვდა. ერთი კვირის შემდეგ მირეკავს პროფესორი, უნდა გამოცხადდე საავადმყოფოში, თირკმელზე სერიოზული დიდი ლაქა გაქვს, რომელსაც უნდა დავაკვირდეთო. სიმართლე გითხრათ, ძალიან შემეშინდა. ავიღე ბილეთი და წამოვედი საქართველოში. ჩამოვედი და თბილისში, ექიმებში მივედი. იმათ არ ვენდე (იცინის). ვუთხარი ქართველ ექიმს, ასე მითხრეს და არ ვენდე, თქვენ გადამიღეთ რენდგენი-მეთქი. აქაც იგივე მითხრეს, დიდი ლაქაა და თირკმელს ამოღება სჭირდებაო. ვაიმე, ამაზე გავგიჟდი. არადა, ზუსტად იგივე მითხრა აქაურმა ექიმმაც. ავიღე ბილეთი და გავფრინდი უკან, ამერიკაში. ხუთ თვიანი დაკვირვების შემდეგ მითხრეს, არავითარი ამოღება არ უნდა თირკმელს. მოვკვეთავთ ისე, რომ ვერ მიხვდები ვერაფერსო. მოკვეთეს ლაქიანი ნაწილი და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჰემორაგიული ჩაქცევა და არავითარ სიმსივნესთან არ ჰქონდა კავშირი. ექიმმა მითხრა, შენ შაყირისტი კაცი ხარ, მინდა ხშირად მოხვიდე და ვილაპარაკოთ. თორემ ჩემთან აღარ ხარ მოსასვლელი, წადი და ინავარდეო.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დაავადებაექიმიპოლიტიკოსი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026