Logo

საზოგადოება

"უნდა ვაღიარო, ასე იყო და ცუდია, მაგრამ რაღაცებს უკვე მისგან ვსწავლობ" - ქეთი დევდარიანი ქალიშვილზე საუბრობს

"უნდა ვაღიარო, ასე იყო და ცუდია, მაგრამ რაღაცებს უკვე მისგან ვსწავლობ" - ქეთი დევდარიანი ქალიშვილზე საუბრობს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა, იუთუბ არხზე - გადაცემაში "ვიკასთან" სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. ვიკა ბუკიამ მას შვილთან ურთიერთობაზე ჰკითხა. ქეთის ერთი ქალიშვილი ჰყავს - თინა სირაძე.

ქეთი დევდარიანი: მტკივნეული თემაა. ბავშვობაში არ ვიყავი კარგი დედა, ახლა, მე მგონი, კარგი ვარ. 18 წლის ასაკში ვერ იქნები კარგი დედა. თავად გინდა ამ ქვეყნიური სიკეთე, სიხარული, დროსტარება და ყველაფერი.

ქეთი დევდარიანი

დიდი შეცდომაა, როდესაც სამყაროზე, ოჯახის წევრებზე, სამსახურზე თუ პირად ცხოვრებაზე ბრაზს, ანთხევ სუსტზე, ანუ - ბავშვზე. უნდა ვაღიარო, რომ ასე იყო. ძალიან ცუდია.

გვქონდა სირთულეები, როგორც უმეტესობას - გოგოს და დედას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნად არის მასთან მქონდეს კარგი ურთიერთობა. ეიმედებოდეს, რომ სანამ მე ვარ, თავი იგრძნოს დაცულად.

თინა სირაძე

ყოფით ცხოვრებაში არ ვჭირდები, მაგრამ ჩემი იმედი ჰქონდეს. ის არის ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანი, რომელთანაც შემიძლია ვთქვა ისეთი რაღაცები, რასაც მეგობრებთან ვერ ვიტყვი.

მესაიდუმლეც არის.

ქეთი დევდარიანი

ერთხელ მითხრა, რომ როცა რაიმეს გიყვები, არ მინდა რამდენიმე გამოსავლის შემოთავაზებაო. უბრალოდ, უნდა მოუსმინოს ადამიანმა, ვისაც ის უყვარს.

ვკამათობთ პოლიტიკაზე. ის არის უფრო მარცხნივ ვიდრე მე. მე უფრო ცენტრი და ოდნავ მარჯვნივ ვარ. ღირებულებით რაღაცებზე არ ვკამათობთ.

დადგა ნანატრი დრო და რაღაცებს უკვე მისგან ვსწავლობ. რჩევა-დარიგების როლში აღარ ვარ. ახლა მე უფრო მჭირდება მისი რჩევები. გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება.

ავტორი: ზმნა

02/05/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024