ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი განმარტავს:
"ბავშვებში ღამის კოშმარები საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით 3-10 წლის ასაკში. ისინი ხშირად დაკავშირებულია ბავშვის ემოციებთან, დღის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებთან ან გადაღლასთან.
კოშმარის დროს ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს შეშინებულმა, ატირებულმა, მოუხმოს მშობელს, ახსოვდეს ან არ ახსოვდეს საშიში სიზმარი, შეიძლება უცებ მშობელი უცუხო ადამიანად აღიქვას!
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ნერვული სისტემის განვითარების ბუნებრივი ნაწილია და სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს!

რამოდენიმე მარტივი რჩევა მინდა მოგცეთ:

თუ კოშმარები ძალიან ხშირად მეორდება, იწვევს ძლიერი შიშის განვითარებას ან ძილის სერიოზულ დარღვევას, სასურველია პედიატრთან ან ბავშვთა ნევროლოგთან კონსულტაცია!
ბავშვის ღამის შიშები ხშირად ქრება მაშინ, როცა გვერდით ესმის მშობლის მშვიდი სუნთქვა და ეუფლება უსაფრთხოების განცდაა.
მშვიდი ძილი ყველას, კოშმარების გარეშე,” - გვირჩევს ექიმი.
04/03/2026