Logo

საზოგადოება

"უნდათ, უთხრან ხალხს, რომ ღვინის სმა დავიწყე! უნდათ, ქვეყანას დღესვე აცნობონ ეს ამბავი!" - გალაკტიონთან მიგზავნილი ქალების ისტორია

"უნდათ, უთხრან ხალხს, რომ ღვინის სმა დავიწყე! უნდათ, ქვეყანას დღესვე აცნობონ ეს ამბავი!" - გალაკტიონთან მიგზავნილი ქალების ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ოლღა ოკუჯავას - გალაკტიონის სამუდამო სიყვარულის შესახებ ბევრი რამ ვიცით. ვინ იყვნენ პოეტის მეორე და მესამე ცოლები? როგორც მისი დღიურებიდან ჩანს, ეს ქალები მას "მიუგზავნეს", რათა მათ დასმენები ეწარმოებინათ მტრებთან და დიდი პოეტი გაენადგურებინათ...

ოლია ოკუ­ჯა­ვას და პოეტს ერ­თმა­ნე­თი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ქუ­თა­ის­ში გა­უც­ნი­ათ. ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი - გა­ლა­კტი­ონ და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე­ე­ბი, თურ­მე, ქუ­ჩას მი­უყ­ვე­ბოდ­ნენ, მარ­ტოდ მო­მა­ვა­ლი, იმ­ხა­ნად ქუ­თა­ი­სის წმინ­და ნი­ნოს სას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლე ოლია რომ შე­უ­ნიშ­ნავთ.

თა­ვად ოლია იხ­სე­ნებ­და: გა­ლა­კტი­ო­ნი რომ და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა ტან­ჯვად გა­და­მექ­ცე­ო­დაო. ტა­ბი­ძე­ე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი - კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია იქვე, ოლი­ას სას­წავ­ლე­ბელ­თან ახ­ლოს იყო და ახალ­გაზ­რდა ქალს შემ­ჩნე­უ­ლიც ჰყავ­და გა­ლა­კტი­ო­ნი, გა­ნუყ­რე­ლი შარ­ფი­თა და ქუ­ჩა­ზე გან­მარ­ტო­ე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე. სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო მათი ნაც­ნო­ბო­ბაც და სიყ­ვა­რუ­ლიც. იმ­ხა­ნად გა­ლა­კტი­ო­ნი 20 წლის ყო­ფი­ლა. ოლია სი­ლა­მა­ზით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ზო­გი­ერ­თი, თურ­მე, მას "უშ­ნო­დაც" კი მი­იჩ­ნევ­და. ერთხელ ამ უკა­ნას­კნე­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის შვილ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ნატო ოკუ­ჯა­ვამ აღ­ნიშ­ნა კი­დეც, რამ­ხე­ლა სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მათ შო­რის, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ­გვა­რი გა­რეგ­ნო­ბი­სა, ერ­თმა­ნე­თი ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და­თო. გა­ლა­კტი­ო­ნის ძმის­შვი­ლი, აწ გარ­დაც­ვლი­ლი ნო­დარ ტა­ბი­ძე კი მათ სიყ­ვა­რულს "უდი­დეს და უმ­ძაფ­რეს პო­ე­მას" უწო­დებ­და.

ოლღა ოკუჯავა

ოლღა ოკუჯავას შემდეგ, გალაკტიონის მეორე, არაოფიციალური ცოლი, 1939 წლიდან ესტონელი მკვლევარი ოლგა დარიუსი იყო, რომელსაც გალაკტიონი მეუღლეს უწოდებდა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ 3 წლის მანძილზე.

დარიუსი ერთ-ერთ წერილში გალაკტიონზე ამბობს: "გალაკტიონში ორი პიროვნებაა: ერთი კეთილი, გულისხმიერი, სინათლეს რომ მაფრქვევს და სიცოცხლის წყურვილს მიმძაფრებს, მეორე კი - ავი, ბოროტი, რომელიც მჩაგრავს და მაწამებს".

გალაკტიონი გადასახლებაში მყოფი ოლღა ოკუჯავასთვის წერილებს დარიუსს აწერინებდა და აგზავნინებდა.

წყვილს შვილი არ გაუჩნდა.

გალაკტიონი

***
ყველაფერი ასე დაიწყო:
1938 წლის მაისში საავადმყოფოში მიმავალ გალაკტიონს გზად ოლგა შეხვდა, გადააფიქრებინა საავადმყოფოში დაწოლა: მე მოგივლიო. შინ გაჰყვა, მართლაც მოუარა, გართულებული გრიპისგან გამოჯანმრთელებაში დაეხმარა.
შემდეგ კი დარჩა და დარჩა.
ურთიერთობა მალევე დაიძაბა: ამის შესახებ გალაკტიონის დღიურებიდან ვიგებთ.
...
გალაკტიონი მეორე ცოლის – ოლგა დარიუსის შესახებ:

„ყველაზე საზიზღარი რაცაა, ეს მისი ჩემს მტრებთან კავშირია... იგი მათ ეუბნება, თითქო მე ღვინოსა ვსომდე (სულით და გულით უნდათ, რომ ღვინის სმა დავიწყო).
უნდათ, უთხრან ხალხს, რომ ღვინის სმა დავიწყე! უნდათ, ქვეყანას დღესვე აცნობონ ეს ამბავი! უნდათ! უნდათ!

და აი, ეძებენ მხოლოდ მიზეზს, და სად ნახავენ უკეთეს მიზეზს, როდესაც საკუთარ სახლიდან ეუბნებიან – გარანტიას არ ვიძლევი, რომ შემდეგ იგი ღვინოს არ დალევსო!

– მაშინო, – უპასუხებენ, – როგორც კი გალაკტიონი ღვინის სმას დაიწყებს, იმ წამშივე ცეკა მას საექიმოდ გაგზავნისო...

მე მეტი აღარ შემიძლია.

უკანასკნელ ჩემს ძალ-ღონეს (ვგრძნობ, რომ ყველაფერი მან ამოსწოვა...) მას ვერ შევსწირავ... მე მისთვის საწველი ფური ვარ... ეს ფიქრი არ მაძლევს მოსვენებას.
მაგრად წავიჩხუბეთ“...

***

1941 წელი.
12 მარტი.

,,ეს ქალი უკანასკნელი ორი კვირაა რაღაც მხეცს დაემსგავსა: მან განაცხადა, რომ გადარჩენის მიზნით არ მომშორდება ერთი წამითაც კი და მართლაც, არ მშორდება. და ეს მაშინ, როცა უამრავი საქმეები მაქვს, ბევრ ადგილს უნდა ვიყო: მისი მიზანი სხვაა (ეს მე ძალიან კარგად ვიცი).

დღესაც: გამომიყვანა მოთმინებიდან! (ცდილობს გამომიყვანოს მოთმინებიდან, ვინაიდან უკვე ჩემში ძალას არ ხედავს). მთელი კვირაა, გავალ თუ არა სახლიდან ისიც თან მომდევს. აუტანელია! თან მეჩხუბება. მეომება. რაზე? თითონაც არ იცის!..

ჯერ არ წასულა თუმცა. ეხლა გამოვა და დაიწყებს დაახლოებით ასეთ საუბარს: - მე მივდივარ (ატირდება), არ მაფასებთ (ატირდება), მომეცით ეხლავე ფული (კიდევ ატირდება), მე თქვენთვის ბევრი რამ გავაკეთე."

გალაკტიონი

***

გალას ცხოვრებაში იყო ნინო კვირიკაძეც...

დღიური -631-8 - უთარიღო

ჯგუფმა პირველი ტური წააგო. ოლგა იურევნა იძულებული იყო - სკან­და­ლუ­რად გაქცეულიყო ჩემი ბინიდან. და მასზე დაყრდნობილნი (ი. აბაშიძე და სხვ.) პირ­ში ჩალაგამოვლებულები დარჩენ. საჭირო იყო სხვა გზას დასდგომოდენ.
მთაწმინდაზე, ბესიკის მოედანთან სცხოვრობს ნინო, რომელიც ხმას ავრ­ცე­ლებს, რომ ჩემი „მერი“ დაწერილია მასზე (ამაზე შორს ხულიგნობა ვერ წავა).

გალაკტიონი

ამ გა­რემოებას ჩაავლეს მათ ხელი და მოსთხოვეს, შემოჭრილიყო იგი ჩემს ბი­ნა­ში ჩემ­თან საცხოვრებლად. ავანტიურისტმა ქალმა ეს მოახერხა. ის პირ­და­პირ შემოიჭრა ჩემ­თან და ვერას გზით შემდეგ ვერ მოვიცილე. მას გაუკე­თე­ბია ათი აბორტი, ჰყავს ქალ-ვაჟი: დუთუ და ნუნუ. ორივე თავზე მე მომახ­ვია. დუ­თუმ ჩემი სადილის წიგნაკი წაი­ღო და მით სარგებლობს სამი წელიწადი, ნუ­ნუ კიდევ სულ ჩვენთანაა სადილ-ვახშმად და ლუკმას მგლეჯს პირიდან. ეგ კიდევ არაფერი. სახლი სულ დააცალიერეს: რა ფეხ­საცმელები, საცვლები, კოს­ტიუმები და უამრავი სხვა რამ წვრილმანი ჩემის სახ­ლიდან გალალეს. ჩემის სა­ხელით ნინას ძმას მიწა აუღია და ამუშავებს - ბაღდადში.. აკადემიიდან წა­მოღებულ „პაიოკს“ ჯერ თავის სახლში წაიღებს და სა­­ღამოთი ჩემთან მოვა... სა­ბანი და ბევრი სხვა რამ თავის ბინაში გადაუტანია ჩე­მი ავადმყოფობის დროს. არ ვიცი, როგორ შემეძლება ჩამოვთვალო ყოველივე, რა სისაძაგლესაც ეს ქალი სჩადის. გაიძახის, რომ დიდი სიყვარულის გამო მოვიდა ჩემ­თან, ნამ­დვი­ლად კი სინდისზე ხელაღებული, ნამუსგარეცხილი, ყოვლად უსირ­ცხ­ვილო ადა­მიანია. საიდან ვიცი, რომ იგი მოგზავნილია ჯგუფის მიერ?

გალაკტიონი

გალაკტიონი

გალაკტიონის გერის ნუნუ ებანოიძის მოგონებებიდან:

"გალაკტიონ ტაბიძე და დედაჩემი – ნინო კვირიკაძე, პირველად ერთმანეთს 1916 წელს შეხვდნენ. მიმდინარეობდა მოსახლეობის აღწერა, რომელშიც გალაკტიონიც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი ბიძაჩემთან (დედის ძმა) მეგობრობდა და ხშირად ხვდებოდა მას, დედას არ იცნობდა. მათი პირველი შეხვედრა ბაღდათში სწორედ ამ აღწერის დროს მოხდა. ნინოს დანახვისთანავე ფეხზე წამოჭრილა: „ეს ძვირფასი მტრედი ვინ მოფრენილაო“. ასე გაიცნეს ერთმანეთი დედამ და გალაკტიონმა. მათი შეხვედრა მოგვიანებითაც მოხდა. დედა ოციოდე წლის იქნებოდა და ხშირად მონაწილეობდა საქველმოქმედო წარმოდგენებში. ერთხელ, როცა „ქრისტინეს“ წარმოდგენა მიდიოდა, მოულოდნელად ზემოდან წითელი ვარდები ჩამოცვენილა სცენაზე. ხალხი აირია და წარმოდგენა ჩაიშალა. გაოცებული დედა ვერ მიხვდა, ვინ იყო ამის მიზეზი. სწორედ ამ დროს სცენაზე გალაკტიონი აჭრილა და ხელები დაუკოცნია ნინოსთვის. თურმე, ორი ბიჭი დაუქირავებია და ჭერში ჩამოკიდებული საქანელადან კალათით მიტანილ ვარდებს ისროდნენ. ამის შესახებ რაიონული გაზეთი წერდა: „დასაგმობია ხულიგნური გამოხტომა გალაკტიონ ტაბიძისა, რომელიც სცენაზე აუვარდა მსახიობ ქალს ნინო კვირიკაძეს და წარმოდგენა ჩაშალა“. იმ წლებში გალაკტიონი ქუთაისში ძალზე პოპულარული იყო. განსაკუთრებით ანებივრებდნენ ქალები. ახალგაზრდობაც ხშირად იკრიბებოდა თურმე ხანისწყლის პირას. მღეროდნენ, საუბრობდნენ. გალაკტიონი ამ გართობების სული და გული ყოფილა. ძალზე უყვარდა სიმღერა. თავადაც შესანიშნავი ბარიტონი იყო. აბსოლუტური სმენა ჰქონდა. ერთ-ერთ ასეთ საღამოს მას დედაჩემის თხოვნით წაუკითხავს „მთაწმინდის მთვარე“. შემდეგ ისე მოხდა, რომ მათი გზები გაიყარა. დედა თბილისში ჩამოვიდა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. პროფესიით იურისტი გახლდათ, აქ ადვოკატად მუშაობდა. 1918 წელს ნინო კვირიკაძე მამაჩემის, დავით ებანოიძის მეუღლე გახდა. მამა, სამწუხაროდ 1937 წელს დახვრიტეს. ასევე, რეპრესიებს შეეწირა გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავაც და აი, 27 წლის შემდეგ ბედმა ისინი კვლავ შეახვედრა ერთმანეთს..."

[გალაკტიონი, 200 ამბავი. „არტანუჯი“]

ავტორი: ზმნა

05/20/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024