Logo

კულტურა

"ყოველი წელი უფლის საჩუქარია, არასდროს იცი, ადამიანმა, "ზევიდან" როდის დაგიძახებენ" - მაია ბარათაშვილი

"ყოველი წელი უფლის საჩუქარია, არასდროს იცი, ადამიანმა, "ზევიდან" როდის დაგიძახებენ"  - მაია ბარათაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს იუბილარია მაია ბარათაშვილი. აღმოჩნდა, რომ ნინო კასრაძის მსგავსად, ისიც 56 წლის გახდა. "ზმნასთან" ამბობს, რომ მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. დღეს ერთგვარი პერფომანსის სტილის საღამოზე, სიმღერასთან ერთად, ლექსსაც წაიკითხავს - გალაკტიონის "ქარი ქრის" ინგლისურად გაიჟღერს.

მაია ბარათაშვილი: ვგიჟდები 3 მარტზე. გაზაფხული იწყება, ყოველთვის აღვნიშნავდი დაბადების დღეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სცენაზე დავდექი. დღესაც "სიტყვის აკადემიის" ორგანიზებულ საღამოზე ვიმღერებ. მურმან ჯინორია ჩვენი დიდი პოეტების ლექსებს კითხულობს, მე მუსიკალურად ვაფორმებ. ამ პროექტის რამდენიმე საღამო გვქონდა რეგიონებში, კარგად მიიღო მაყურებელმა. ასეთ ლეგენდასთან სცენის გაზიარება, დიდი პატივია. საინტერესო ის არის, რომ მე გალაკტიონის თარგმანს წავიკითხავ. ეს თარგმანი დიდ ენათმეცნიერსა და ლინგვისტს - ინესა მერაბიშვილს ეკუთვნის. ის კონცერტს დაესწრება და სიურპრიზად მოისმენს მის მიერ ნათარგმნ "ქარი ქრის". მის მიერ ინგლისურად ნათარგმნი გალაკტიონი ლონდონში გამოიცა.

- რომელიმე სამი მარტი არ გახსენდებათ?

- 2020 წლის სამი მარტის ვარსკვლავის გახსნის დღე იყო გამორჩეული დაბადების დღე. კოვიდი დაიწყო, წინა დღეს დეზინფექცია გაუკეთეს დარბაზს და ბევრი ხალხი მოვიდა.

- როგორი განწყობით ხვდებით დაბადების დღეს?

- ამ დღეს ვმუშაობ ხოლმე. ვემზადები. მუშა მდგომარეობაში ვარ ხოლმე. ნამდვილად უფლის საჩუქარია ყოველი წელი, არასდროს იცის ადამიანმა, როდის დაგიძახებენ "ზევიდან". ბევრი საჩუქრით დამაჯილდოვა ღმერთმა. საოცრად მადლობელი ვარ ნებისმიერი დღისთვის, ამოსუნთქვისთვის, წელში გამართული რომ ცოცხლობ! ეს დიდი საჩუქარია.

მაია ბარათაშვილი

- ასაკის მატებას როგორ იღებთ?

- რაც დრო გადის, უკეთესად ვგრძნობ თავს. რაც დრო გადის, კარგი კონიაკის მსგავსად ხარ, ხომ იცით?! გამოცდილება, თავდაჯერება, განვლილი წლები, ეს საინტერესოა. ვიღაცას არ მოსწონს ასაკის მატება, მე - პირიქით.

ავტორი: თამარ გონგაძე

03/03/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024