Logo

ყველაფერი ბავშვებზე

უსაფრთხოა თუ არა ჩვილის წაყვანა ზღვაზე? - პედიატრის რჩევები მშობლებს

უსაფრთხოა თუ არა ჩვილის წაყვანა ზღვაზე? - პედიატრის რჩევები მშობლებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ბევრი მშობლის წინაშე დგება კითხვა - უსაფრთხოა თუ არა ჩვილის წაყვანა ზღვაზე და რა ასაკიდან შეიძლება პატარას წყალში ჩაყვანა?
ზღვის ჰაერი და დასვენება პატარას ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა სეზონური რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მარტივი, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი წესების დაცვა.


პედიატრი თამარ ობგაიძე გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს მზისგან დაცვის, ინფექციების პრევენციისა და წყალში უსაფრთხო ჭყუმპალაობის შესახებ.

გაეცანით ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენი პატარას საზაფხულო დასვენება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდეს.

თამარ ობგაიძე

„ხშირად მეკითხებიან, შეიძლება თუ არა წავიყვანოთ ჩვილი ზღვაზე? რა თქმა უნდა შეიძლება. მთავარია, რომ დაიცვათ სიფრთხილის ზომები.

რა სიფრთხილეა საჭირო და რა საფრთხეები არსებობს?

ჩვილი ზღვაზე

1. დაცვა მზისგან

გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულია და მზის აქტივობა მაღალია, არ გაიყვანოთ პატარა 11:00-დან 17:00 საათამდე მზეზე და აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.

2. ინფექციები.
განსაკუთრებით საყურადღებოა კანის ინფექციები და დიარეით მიმდინარე დაავადებები, ამიტომაც ჰიგიენური ღონისძიებების გატარება აუცილებელია.

3. მზის დაკვრა და ასევე სითბური დაკვრა
ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შესაბამისი თავის დაცვას მზისგან და ასევე, მაღალი ტემპერატურის დროს, უნდა შეიზღუდოს ფიზიკური აქტივობა.

ჩვილი ზღვაზე

და ბოლოს, რა ასაკიდან შეიძლება ჩავიყვანოთ ბავშვი წყალში?

პრინციპში, ერთიანი კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა მიღებულია, რომ 6 თვემდე ბავშვის ჩაყვანა წყალში არ ღირს.
უკვე 6 თვიდან, როდესაც მას კარგად უჭირავს თავი და კისერი, შეგიძლიათ ბავშვი ზღვაში ჩაიყვანოთ. ოღონდ იმ პირობით, რომ ის იქნება ვერტიკალურ მდგომარეობაში და შეეცადეთ, რომ არ ჩაყლაპოს წყალი.

ჩვილი ზღვაზე

წყლიდან ამოყვანის შემდეგ, კანის ინფექციებისგან თავის დასაცავად, აუცილებლად დაბანეთ რბილი, საბავშვო დასაბანი საშუალებით და გადაავლეთ წყალი," - გვირჩევს პედიატრი.

ავტორი: ზმნა

07/30/2026

თამარ ობგაიძეპედიატრირჩევებიჩვილი ზღვაზე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024