Logo

"ჩემი მამაკაცისგან უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი" - ალექსანდრა პაიჭაძე

"ჩემი მამაკაცისგან უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი" - ალექსანდრა პაიჭაძე

12/02/2025

ტექსტის ზომა

ყვითელი ამბების მოყვარულები, ორი დღეა, პაიჭაძე-კოდუას სკანდალს განიხილავენ. ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა დაშორდნენ, მოდელი კი, კოდუას დედამ სახლიდან გაუშვა. ალექსანდრამ ეს ამბავი "ინსტაგრამზე" დაწერა - "დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემს შვილს, წადიო. წამოვედით უპასუხოდ და ბედნიერად."

ვინც მოვლენებს ჩამორჩა და "ზმნა"-ზე ლაურა ღაჭავას მიერ მოცემული ინტერვიუ არ წაუკითხავს,ამ ბმულზე გადავიდეს. თქვენ წაიკითხავთ სკანდალურ ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს - თუ რა გახდა წყვილის დაშლის მიზეზი.

მოდელი კი თავის გამომწერებთან დიალოგს აგრძელებს და სოციალურ ქსელში წერს.

"არავის არაფერს ვუმტკიცებ. უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი ჩემი მამაკაცისგან. თავად იცის, რომ მიყვარდა მართლა და ვერ მოერგო ჰარმონიას. ეგაა მთავარი. ყველაზე კარგი და ერთგული მეგობარი დაკარგა. ვფიქრობ, ამას განიცდის ყველაზე მეტად. და მესმის... არ ჰყავს გვერდში ნამდვილი მეგობრები. სულ გამომძალველები და აფერისტები და მოსარგებლეები. მე ეგეთი მათ შორის ყველაზე ნაკლებად ვიყავი. ხედავდა და ვრჩები. ჩემი დაკვირვებით სწორ ხალხს ვერ ეგუება ადამიანი, როცა თავად აქვს შიგნით ცბიერება. ჩემი სიკეთე და ფუნქცია მივიყვანე ბოლომდე. სუფთა ვარ ძალიან" - წერს პაიჭაძე.

ალექსანდრა პაიჭაძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026