Logo

რელიგია

"უწმინდესო, სამეგრელოდან, მეგრელმა ბიჭმა დაამზადა თქვენთვის ეს სანთლებიო..." - შაკო გულორდავას ემოციური პოსტი

"უწმინდესო, სამეგრელოდან, მეგრელმა ბიჭმა დაამზადა თქვენთვის ეს სანთლებიო..." - შაკო გულორდავას ემოციური პოსტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

შაკო გულორდავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ეს არის ბიჭი, რომლის მიერ დამზადებულ გამშვენებულ სანთლებს ხშირად ჩუქნიდნენ პატრიარქს და ეუბნებოდნენ: უწმინდესო, მეგრელმა ბიჭმა დაამზადა თქვენთვის ეს სანთლებიო. შაკო ნანობს, რომ პატრიარქის გაცნობა სიცოცხლეში ვერ მოასწრო.

შაკო გულორდავა: 7 საათი არასდროს, არსად ვმდგარვარ რიგში... კლინიკიდან პირდაპირ სახლში წავედი, შემდეგ კი 23:00 საათზე ავლაბრის აღმართს ავუყევი სამებისკენ, რომ უკანასკნელ გზაზე აწგანსვენებულ პატრიარქს დავმშვიდობებოდი. 06:02 საათამდე ფიზიკურად ვერ მივაღწიე ტაძრამდე და ამით ყველაფერი ნათქვამია, მეგობრებო...

სიყვარულის დიდი გამოვლინებაა, რასაც ვხედავთ ეს დღეებია. ხალხს ჩემსავით დაათენდა თავზე, ყველა უწყვეტ ნაკადად მოდის ორი დღე-ღამეა სულიერ მამასთან დასამშვიდობებლად და პატივის მისაგებად... მშობლები ბავშვებით, მოხუცები, ახალგაზრდები - ყველანი აქ არიან და აქამდე ასეთი არასდროს არაფერი მინახავს. ჩვენმა უწმინდესმა ქართველი ერის სიყვარული, პატივისცემა და სხვა მრავალი მისი გამორჩეული და აუწონელი საქმეებით დაიმსახურა, რომელზეც ტომები დაიწერება... მე ასეთი გულანთებული სამშობლო მეიმედება და სწორედ, რომ საქართველო გადარჩება.

შაკო გულორდავა

ჩემი გამშვენებულ-მოქარგული სანთლები ბევრჯერ დამამზადებინეს მისთვის საჩუქრად... “უწმინდესო, სამეგრელოდან მეგრელმა ბიჭმა დაამზადა თქვენთვის ეს სანთლებიო” - უთქვამთ მისთვის და მრავალგზის გამოუხატავს მოწონება. მე კი გულით მინდოდა პირადად გამეცნო და მის მადლიან ხელებს დაველოცე, თუმცა, ოცნება ოცნებად დამრჩა და მასწავლა, რომ - არასდროს გადავდო არაფერი. დღეიდან კი არასდროს გადავდებ არაფერს... მშვიდობით, უტკბილესო ერის მამავ, ჩვენო პატრიარქო.

ავტორი: ზმნა

03/20/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024