Logo

"უწვერული იესო, რომელიც თხას ატარებს" - არქეოლოგებმა ქრისტეს უძველესი ფრესკა აღმოაჩინეს

"უწვერული იესო, რომელიც თხას ატარებს" - არქეოლოგებმა ქრისტეს უძველესი ფრესკა აღმოაჩინეს

01/03/2026

ტექსტის ზომა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფეისბუქზე აქვეყნებს თურქეთის ნეკროპოლისში აღმოჩენილი უძველესი ფრესკის ფოტოს, რომელზეც ქრისტეა გამოსახული.

"თურქეთში ქრისტეს ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება აღმოაჩინეს. ქალაქ იზნიკში, ჰისარდერეს ნეკროპოლისში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პალეოქრისტიანული ფრესკა, რომელზეც იესო ქრისტე გამოსახულია, როგორც „კეთილი მწყემსი“. ფრესკა მე-3 საუკუნით თარიღდება.

ეს ნამუშევარი, უნიკალურია ანატოლიაში. მასზე გამოსახულია ახალგაზრდა, უწვერული იესო, რომელიც თხას ატარებს. ფრესკა ქრისტეს ერთ-ერთ უძველეს გამოსახულებას წარმოადგენს" - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ფრესკა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026