Logo

საზოგადოება

„უწყინარი შენიშვნა დავუწერე ზურაბ შევარდნაძეს და წამოვიდა ლანძღვის კორიანტელი” - იოსებ ჭუმბურიძე

„უწყინარი შენიშვნა დავუწერე ზურაბ შევარდნაძეს და წამოვიდა ლანძღვის კორიანტელი” - იოსებ ჭუმბურიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რამდენიმე დღის წინ, ლიტერატორმა იოსებ ჭუმბურიძემ "გარდენია შევარდნაძის" დამფუძნებელი - ზურაბ შევარდნაძე ტყუილში დაადანაშაულა.

ჭუმბურიძემ, შევარდნაძის მიერ ანა კალანდაძესთან შეხვედრის ამსახველი მოგონებების სიზუსტეში შეიტანა ეჭვი.

იოსებ ჭუმბურიძის კრიტიკას ზურაბ შევარდნაძის მიმართ, საზოგადოების მხრიდან, არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

როგორც ჩანს, „ლანძღვის კორიანტელმა“ თავად ლიტერატორიც შეაწუხა. ამასთან დაკავშირებით იოსებ ჭუმბურიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა.

„სრულიად უწყინარი შენიშვნა დავუწერე ზურაბ (გარდენია) შევარდნაძეს:

„შეუძლებელია, ანა კალანდაძეს ვინმესთვის ასე მიემართა: „წამომყევით, ყმაწვილო"...

***

და წამოვიდა ლანძღვის კორიანტელი.

არ მეგონა, თუ ამ დონის მრევლი (ანუ ბაბლი) ჰყავდა.

ერთმა ესეც კი დამიწერა, - რა გაგიკვირდათ, ბებიაჩემიც ასე მიმართავდაო (?!)...

***

ღიად მლანძღავენ, პირადში, (მესენჯერში) კი - პირიქით.

ერთმა მომწერა: „ეგ რა არის, ტელევიზორში რომ თქვა, ეს სერვიზი ბებიაჩემის ნაქონიაო, ჩემი ნაცნობისგან იყიდა, ერთი თვის წინათო."

***

ასეთი ტყუილები ნაკლებად მაღელვებს.

ეს კი აუცილებლად უნდა ითქვას:

სოფელი კარგია სოფელში.

ქალაქში ქალაქი უნდა იყოს.

ქალაქში სოფელი არ უნდა ჩამოიტანო.

დიალექტიც იქ უნდა იყოს, თავის ბუნებრივ გარემოში და, რა თქმა უნდა, ლიტერატურაში, პერსონაჟის დამახასიათებელ შტრიხად.

***

ამის შესახებ, თავის დროზე, მწვავე სტატია გამოაქვეყნა თამაზ ჭილაძემ.

თავის დროზე, ანუ მაშინ, როცა რიყეზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმოსადგენად, შესაბამისი სახლები ჩადგეს.

ეთნოგრაფიული მუზეუმი, რა თქმა უნდა, სულ სხვაა და ერის საგანძურია,” - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

ავტორი: ზმნა

12/03/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024