ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გვანცა დარასელიამ თავის პოდკასტში სტუმრად მეგობარი - თიკა ფაცაცია მიიწვია. როგორც ტელეწაყვანი ამბობს, ძალიან უნდოდა თიკას ქმრის, დავით ანთელიძის თვისებების შესახებ, სხვებსაც გაეგოთ.
"მინდოდა მეთქვა, ხალხო, თიკას რა მაგარი ქმარი ჰყავს-მეთქი. ეს არის იშვიათი ადამიანი, რომელსაც ასეთი უპირობო და ასპროცენტიანი მხარდაჭერა შეუძლია. თიკას კარიერული წინსვლის აბსოლუტური მენტორი და შემოქმედია" - ამბობს გვანცა დარასელია.

თიკა ფაცაცია: მე და დათოს ჭიდაობა და დიდი აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა შვილებთან დაკავშირებით. მაგალითად, მათ სწავლასთან დაკავშირებით, სად ისწავლიდნენ, მე სხვა რამისკენ ვიხრებოდი. ასე გავინაწილეთ - მე ემოციური მხარე მაქვს ჩაბარებული. რა შეიძლება უჭირდეთ და ულხინდეთ, დანარჩენი, რჩევის ნაწილში, მამა ჰყავთ კარგი მრჩეველი. ასე გვაქვს დალაგებული.
რაც შეეხება ისტორიას: თინაობას, 12 იანვარს, ფილარმონიაში ვიყავი, მეცვა დიდი თეთრი კაბა, პირდაპირი ეთერი მიმყავდა. ეთერი სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ღონისძიება რომ დასრულდა, კულისებში დათო დამხვდა.
დათოს არ უყვარს მასზე რომ რაღაცებს ვყვები, ფოტოც კი არ მიჩვენებია მისი. ამ ისტორიით აღიწერება დათო, როგორც პიროვნება და მხარდამჭერი, რომელიც მაძლებინებს იმას, რომ მე ასეთი დაკავებული ვიყო.
დათო, აქ რა გინდა-მეთქი? აბა, ბავშვები სად არიან მაშინ? ღამის 2-ის წუთებია. ბავშვებს ძინავთ და მარტო დატოვა? - ფიქრებში რომ ხარ და ბავშვს ძაღლმა თავზე უკბინა, ტუჩთან რაღაცაო. მარტივად მაწვდის ამბავს. საავადმყოფოშია და მოვედი, რომ წაგიყვანო, საოპერაციოა, შენი ნებართვაც გვინდა და ველოდებოდი ეთერს როდის დაასრულებდიო.
თეთრი კაბით ვჯდები მანქანაში, გიჟს ვგავარ, ღამის 2 საათზე ვრეკავ პლასტიკურ ქირურგებთან, სახესთან გვაქვს საქმე და გვჭირდება პლასტიკური ქირურგი.
მივედი და ბავშვი გადაბინტული დამხვდა, ჩავეკონე თუ აღარც მახსოვს, რა ხდებოდა და ბავშვი მებოდიშებოდა, რომ განერვიულე ბოდიშიო. ექიმებმა დამკითხეს, ალერგიულობაზე, ანამნეზის ასაკრებად მელოდებოდნენ, რახან ანესთეზიაზე პირველად მიდიოდა.
ბევრი ნაკერის დადება დასჭირდა...
მე რომ ვყოფილიყავი, დათოს პირველივე წამიდან ავაფეთქებდი, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო. რას ნიშნავს, რომ ასეთ დროს ჩემს გვერდით არ ხარ-მეთქი.
როცა რაღაც ხდება, ბავშვს დედა უნდა ჰყავდეს გვერდით. როგორ მოიქცა, რომ მე რომ ეთერში არ დამტყობოდა. ფაქტია, მე ხომ ეთერიდან გავქრებოდი. ამას რამხელა ძალა უნდა, რომ ეს შენს თავზე აიღო, შვილსაც უსაფრთოება შეუქმნა და სხვასაც ხელი შეუწყო.
რა მამა ავურჩიე ჩემ შვილებს, ხომ ხედავთ?

საუბარში თიკას გაახსენდა, რომ ეს ამბავი სხვადასხვა გვერდებსა და ვებპორტალებზე, მისი ქმრის ფოტობით მოხვდებოდა.
თიკა ფაცაცია: ვაიმეე, ეს ისტორია ახლა დაიბეჭდება? მაშინ დათოს ფოტოს გარეშე, გთხოვთ, ვერ იტანს ფოტოების გასაჯაროებას. წინ წავიგდე საქმე და პორტალებს გთხოვეთ.
მე რომ კომფორტში მამყოფებს, მასაც ხომ უნდა შევუქმნა და ამიტომ გვანცას ბრალია ის, რომ დისკომფორტი შეგიქმენი, დათო.
07/01/2026