Logo

ვალენტინო - ეპოქის უკანასკნელი დიდი დიზაინერიც წავიდა

ვალენტინო - ეპოქის უკანასკნელი დიდი დიზაინერიც წავიდა

01/20/2026

ტექსტის ზომა

„ვალენტინო გარავანი დღეს გარდაიცვალა თავის რომაულ რეზიდენციაში, ახლობლების გარემოცვაში“ - იტალიელი დიზაინერის ფონდმა გუშინ ეს სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

მოდის სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი დიზაინერი 93 წლის იყო. ბრენდი "ვალენტინო" ხარისხთან, დახვეწილობასთან და თავდაჯერებასთან ასოცირდება.

მას, ჯორჯო არმანისთან და კარლ ლაგერფელდთან ერთად, ეპოქის ერთ-ერთ ბოლო დიდ დიზაინერად მიიჩნევდნენ, რომელიც წინ უძღოდა მოდის ინდუსტრიის ჩამოყალიბებას. ლაგერფელდი 2019 წელს გარდაიცვალა, ხოლო არმანი - 2025 წლის სექტემბერში.

ვალენტინო

***

1932 წლის 11 მაისს იტალიის ქალაქ ვოგერაში დაიბადა ვალენტინო გარავანი, რომელმაც შეცვალა იტალიური მოდა. მას უწოდებენ მაღალი მოდურის იმპერატორს და საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს დიზაინერს.

ვალენტინოს უყვარდა ძაღლები - მასთან ერთად ცხოვრობდა ექვსი პაგი: მერი, მოდი, მილტონი, მონტი, მოლი და მარგო. დიზაინერის პირველ შინაურ ცხოველს მეგი ერქვა, მის ყველა ლეკვს ვალენტინომ მოიფიქრა მეტსახელები, რომლებიც ასო "M"-ით იწყებოდა.

1989 წელს რომში გაიხსნა ვალენტინოს აკადემია.

2012 წელს ვალენტინო გარავანი ნიუ-იორკში საბალეტო კოსტიუმების დიზაინერი გახდა. მან შექმნა 30 სამოსი ჯორჯ ბალანჩინის დადგმებისთვის.

ვალენტინო

2008 წელს მისი პროფესიიდან წასვლით მთელი ეპოქა დასრულდა.

დიზაინერმა დააპატენტა წითელი ფერის საფირმო ტონი, რომელიც მისი სახლის ნიშანი გახდა. დიზაინერმა გამოსამშვიდობებელი კოლექცია 2008 წელს Red Valentino-თი დაასრულა.

ვალენტინო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026