Logo

კულტურა

"ვარლამზე გავგიჟდი!" - ავთანდილ მახარაძე ლეგენდარულ როლზე

"ვარლამზე გავგიჟდი!" - ავთანდილ მახარაძე ლეგენდარულ როლზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ავთანდილ მახარაძე საზოგადეობას ძალიან მონატრებია. "ზმნაზე" გამოქვეყნებულ სტატიას - იუბილარ მსახიობთან დაკავშირებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩინებული არტისტი 83 წლის გახდა.

ცხოვრობს ჩრდილში, საჯარობიისგან ძალიან შორს და მაინც განსაკუთრებულია, დიადია, კაშკაშაა...

ფილმი, რომელმაც ის ვარსკვლავად აქცია თენგიზ აბულაძის "მონანიებაა".

"ფილმი ყველა იმ ადამიანზე, ვინც ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა" - ამბობდა აბულაძე.

"ეს იყო ბოროტების კრებითი სახე, განზოგადებულად" - ამატებს ავთანდილ მახარაძე.

ავთანდილ მახარაძე

ფილმში რეალური ისტორიებია შესული. მათ შორის, ბერიას მისამართით ნათქვამი მიხეილ ჯავახიშვილის ფრაზა - "მაგას მე ვერ ვუკმევ", რომელმაც შვილს დაუხურა ფანჯარა, როდესაც ლავრენტი მათკენ იყურებოდა და ეს ფაქტი დააფიქსირა.

რამ აქცია ეს ფილმი კინოშედევრად?

ნანა ჯანელიძე: სიმართლის თქმამ. ყველაფერი დოკუმენტური სიზუსტითაა გადატანილი, არაფერი მოგონილი არ არის. როდესაც მასზე ვმუშაობდით, ეს სიმართლე ისეთი დაუჯერებელი და აბსურდული იყო, რომ ბატონმა თენგიზმა მოიგონა ფორმა, რომ ეს არის ფანტასმაგორია და ყველაფერი ფანტასმაგორიაში უნდა იყოს გადაწყვეტილი. ამან მისცა დიდი თავისუფლება. ვარლამი არ იყო კონკრეტულად ვინმე. მას ამ კრებით სახეში ჰქონდა მუსოლინის ტემპერამენტი, მაცდური დემონის. იყო არა ჩვეულებრივი ბოროტი ადამიანი, არამედ ბოროტის, რომელსაც აინტერესებს ადამიანის თავის ბადეში დაჭერა. მღერის, ხუმრობს, იცინის, იცის ქალთან მოპყრობა. ამ დროს არის საზარელი დემონური არსება, რომელსაც უნდა ყველა თავის ამალაში გააერთიანოს. უნიჭო ბოროტება ძალიან პატარაა, ნიჭიერი ბოროტება ძალიან საშიშია. გვინდოდა ვარლამი ყველაფრით დაჯილდოებული ყოფილიყო, მისი შვილი კი სრულიად უნიჭო, მაგრამ მამის გამგრძელებელი.

თორნიკე, რომელმაც ვარლამის ნაჩუქარი თოფით მოიკლა თავი, არის სანდრო ბარათელის სულიერი მემკვიდრე და არა ბაბუამისის. ბოროტი თვითონ ანგრევს თავის თავს. თორნიკეს თვითმკვლელობით დაინგრა არავიძეების ოჯახი, ციხესიმაგრე. ბოროტება მარადიული არ არის...

ავთანდილ მახარაძე: სცენარი, რომ წავიკითხე, ვარლამზე გავგიჟდი! ძალიან ეფექტური იყო. გულახდილად გითხრათ, სცენარში ლიტერატურა თუ არ დევს, იქ არაფერი გამოვა. იქ ისეთი ლიტერატურა იდო, ძალიან მომეწონა.

როდესაც ბატონმა თენგიზმა ტელეფონში მითხრა, ორივე როლს (აბელს და ვარლამს) შენ ითამაშებო, არ იცით, რა დამემართა. ასეთი ნდობა არც ერთ რეჟისორს არ გამოუცხადებია ჩემთვის. ეს ნიშნავდა, რომ მთელს ფილმს მანდობდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ჩემს მიმართ, ასეთი ნდობა არავის გამოუჩენია" - "მონანიების" ვარსკვლავი 83 წლის გახდა

ავტორი: თამარ გონგაძე

07/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024