Logo

კულტურა

"ვბრუნდები!!! დაელოდეთ "აცა-ბაცა ფროდაქშენის" ალბომს" - მამუკა ღლონტმა ხელოვნურ ინტელექტთან კოლაბორაცია შექმნა

"ვბრუნდები!!! დაელოდეთ "აცა-ბაცა ფროდაქშენის" ალბომს" - მამუკა ღლონტმა ხელოვნურ ინტელექტთან კოლაბორაცია შექმნა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მამუკა ღლონტი და ლევან სუხიტაშვილი საზოგადოებას ახალი პროექტით - სახელწოდებით "აცა-ბაცა" წარუდგნენ.

"აცაბაცა ფროდაქშენი" წარმოგიდგენთ კარგად ნაცნობ სიმღერას - "მახსოვს გიკრეფდი იებს"

ვიდეოს სანახავად აქ დააწკაპუნეთ

მამუკა ღლონტი კი, ფეისბუქზე, ახალ წამოწყებასთან დაგაკვშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ის ამბობს, ხელოვნულ ინტელექტთან კოლაბორაციით, შექმნა ახალი სიმღერები, რომელსაც მალე ლევან სუხიტაშვილი "სანოს" სტუდიაში ჩაწერს. გამოვა ალბომიც...

მამუკა ღლონტი: ვბრუნდები!!!
ჩემი ოფიციალური განცხადება მუსიკალურ პროდუსირებაში დაბრუნების შესახებ.

ბოლოში ჩემი მუსიკალური ესკიზით.

მისურვეთ წარმატებები მეც და ლევან სუხიტაშვილსაც.

ვიმამაძაღლეთ და მოულოდონელად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ სიმღერას. ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ დამზადებული სიმღერა. მე მუსიკალური პროდიუსერი გახლდით და ხშირად ვესწრებოდი ჩაწერას და არანჟირებაში ჩემი წვლილი შემქონდა. ამას დიდი დრო მიჰქონდა. ახლა ეს პროცესი გაადვილებულია. ბევრს არ მოსწონს. ამბობენ, დღეს ყველა გამოშტერებულს შეუძლია მუსიკის დაწერაო. კი, ყველა გამოშტერებულს შეუძლია მუსიკის დაწერა, მაგრამ თუ კარგი არ არის, მას ყველა არ მოუსმენს.

როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი მუსიკას წერდესო, ამბობენ. კი ბატონო, ნუ მოუსმენთ ამ მუსიკას, არავინ გაძალებთ.

ახლა მე როგორ ვაკეთებ - პროგრამას წავუღიღინებ მელოდიას. ნოტებს ვერ ვწერ, არ მაქვს მუსიკალური განათლება, ვერც სინთეზატორზე ვუკრავ, ვერც - პიანინოზე. მერე ის მიბრუნებს თავის ვერსიას: ეს წამიღიღინე, ეს მუსიკა გინდა? - მეკითხება. კიდევ წავუღიღინებ მანამ, სანამ არ მიხვდება, მე რა მინდა. შემდეგ ვაძლევ ჩემ ლექსს და ვუთითებ, რა სტილი, რა მიმდინარეობა მინდა ამ სიმღერისთვის. მერე ხელოვნური ინტელექტი აკეთებს არანჟირებას და მიბრუნებს უკან. თუ მომეწონა ვტოვებ, თუ არადა, ვუბრუნებ ისევ დავალებას.

მე როგორც მუსიკალური პროდიუსერი ვამბობ, რომ ეს დიდებული გამონაგონია. რასაც ადრე დიდ დროს ვანდომებდი, ახლა მარტივად კეთდება. თუ არ მოგეწონა მისი ვერსია, გიწევს გადაკეთება, რომელიც რთულია. ბევრი რამის გადაკეთება გიწევს.

და სასიახარული სიახლე! მოველაპარაკეთ "სანოს" სტუდიას, გვაქვს 12 სიმღერა, რომელსაც ლევან სუხიტაშვილი ჩაწერს.

ეს სიმღერები ჩაიწერება თავიდან, ცოცხალი შესრულებით და გავაკეთებთ ალბომს. კომპანიას ჰქვია "აცა-ბაცა ფროდაქშენი". იმედია, ძალიან მოგეწონებათ.

"მახსოვს გიკრეფდი იებს" არის უბრალოდ ხუმრობა. მას ლევანი არ ასრულებს.

დაელოდეთ ჩვენს ალბომს. "აცა-ბაცა ფროდაქშენი" და ლევან სუხიტაშვილი მალე მაგარი სიმღერებით.

ავტორი: ზმნა

01/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024