საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რამდენიმე თვის წინ, ლაშა ბასლანძის გარდაცვალება დიდი მოულოდნელობა იყო. სალომე ბაკურაძე, ასე თუ ისე, გამოდის მძიმე მდგომარეობიდან, ახლახან "რუსთავი 2"-ზე დაიწყო მუშაობა. მან რუბრიკაში - "დაუვიწყარი ემოცია" უმძიმეს მომენტზე ისაუბრა და დასძინა, რომ ეს უკანასკნელად გააკეთა.
"იმ მომენტშიც კი, როცა ბოლომდე არ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა, მე თვითონ ძალიან ცუდად ვიყავი. ლაშას დედაც იქვე იყო, ერთად ვიყავით... ვხედავდი, დიდხანს ვერ იჯერებდა, ალბათ, ვერც მე ვიჯერებდი. გარშემომყოფებიც ხედავდნენ ამას და რაც უნდა ეთქვათ, ვერ გვეუბნებოდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ამ გარემოში იყო სანტიც - ჩემი შვილი. ჩემი ფიქრები იმ წამს იქით იყო მიმართული, რომ როგორმე ბავშვი სახლიდან გამეშვა და ასეც მოვიქეცი. ვჩქარობდი, სანტი წასულიყო, რომ მერე, რაც უნდა დამმართოდა - იქნებოდა ეს ბოლომდე გაგიჟება, ისტერიკა თუ სხვა რამ - მომხდარიყო მერე და არა იმ წამს.
შევეცადე, საკუთარი თავი მეკონტროლებინა და ეს ყველაფერი იმ დროისთვის გადამედო, როცა სანტი ოთახში აღარ იქნებოდა. ჩემი ფიქრები იქითკენ იყო მიმართული, რომ უნდა გამეშვა სახლიდან და მერე ეთქვათ ყველაფერი; მერე გავუსწორებდი თვალს მომხდარს და მოხდებოდა ის, რაც უნდა მომხდარიყო..." - ამბობს სალომე ბაკურაძე.
02/05/2026