ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თიკა ჯამბურია "ცნობილების" იმ კატეგორიაშია, მუდამ ინტერესს რომ იწვევს. სულ ჭორაობენ, აკრიტიკებენ. მოკლედ, არაფერი ახალი, ისეთივე ინტერესით განიკითხავენ, როგორც ყველა პოპულარულს და არა მარტო. თუმცა, როგორც "მადისაღმძვრელ პოდკასტში" თავად ამბობს, სულ მიაწერენ, რომ ვიღაცის და რაღაცის გამოა პოპულარული და არა საკუთარი შრომის ხარჯზე. მომღერალი აღიარებს, რომ ამ ყველაფერმა დაღალა... არადა, ციცქნა იყო "ჯეირანოს" რომ დასჭექდა და მთელი სხეულით მღეროდა. ღამეები ათია ამ სიმღერაზე დოი რომ ვიდეოკლიპს უღებდა. მაგრამ ჩათვალეს, რომ რახან "ფულიანი მამიკო" ჰყავს, სახელი და დიდება უშრომელად მოვიდა.
თიკა ჯამბურია: ბავშვობიდან სულ რაღაცას ვამტკიცებ; ჯერ ფულიანი მამიკოს შვილი ვიყავი და ამიტომ ვიყავი წარმატებული. სულ რაღაცებს... ვერ მღერის, მამა პატრონობს. მამა რომ ვერ მპატრონობდა, მერე ყოფილი ქმარი პატრონობს, ყოფილი ქმარი ვერ პატრონობს... ახლა ის პატრონობს...
ძალიან დავიღალე ყველაფრის მტკიცებით. მთელი ცხოვრება ყველაფერს ჩემი შრომით ვაკეთებდი და არ მახსოვს პერიოდი, რაღაც რომ მდომებოდა, ძალიან დიდი შრომა არ ჩამედო და ზუსტად იგივენაირად და ანალოგიურად არ მეკეთებინა ის, რასაც სხვები აკეთებდნენ.
04/01/2026