Logo

კულტურა

ვერიკოს და სესილიას ისტორია

ვერიკოს და სესილიას ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქართულ თეატრალურ წრეებში წლების განმავლობაში ვრცელდება ისტორია, რომლის მიხედვითაც 1937 წლის რეპრესიების პერიოდში ვერიკო ანჯაფარიძემ მეგობარი, სესილია თაყაიშვილი, დიდი საფრთხისგან გადაარჩინა და მისი „დანაშაული“ საკუთარ თავზე აიღო.

მსახიობები ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ. ამბობენ, ვერიკო ანჯაფარიძემ სესილია თაყაიშვილი დიდ საფრთხეს გადაარჩინაო.

გავრცელებული ისტორიის მიხედვით, 1937 წელს, რეპრესიების დროს, მაშინ როცა ადამიანებს ერთი უბრალო სიტყვის გამო იჭერდნენ, აწამებდნენ და ხვრეტდნენ კიდეც, სესილიამ თეატრის ფოიეში ანტისამთავრობო ანეკდოტი მოჰყვა.

მეორე დღეს თეატრში კრება მოიწვიეს და ანეკდოტის მომყოლის ვინაობის გარკვევაც დაიწყო. ვერიკო ანჯაფარიძემ იცოდა, რომ ანეკდოტი სესილია თაყაიშვილმა გაახმოვანა. მიხეილ ჭიაურელი სტალინის უახლოესი მეგობარი და ფავორიტი რეჟისორი იყო. ამიტომ მის მეუღლეს ანეკდოტის გამო ნამდვილად არ დაიჭერდნენ. სესილია თაყაიშვილი კი შეიძლება დაეჭირათ და დაესაჯათ კიდეც. ვერიკო ანჯაფარიძემ მეგობრის გადარჩენა გადაწყვიტა და მისი “დანაშაული” დაიბრალა: ანეკდოტი მე მოვყევიო.

კრება დასრულდა. ვერიკო ანჯაფარიძე არავის არსად დაუბარებია და არც საყვედური გამოუცხადებია. მისი გაბედულების წყალობით სესილია თაყაიშვილი დასჯას გადაურჩა.

ავტორი: ზმნა

02/21/2026