Logo

"ვეტერინარიაში გამოსაყენებელი პრეპარატით მთელი სახე ჰქონდათ შეშუპებული" - ბიძინა კულუმბეგოვი ტუჩის გადიდების სახიფათო მოდაზე

"ვეტერინარიაში გამოსაყენებელი პრეპარატით მთელი სახე ჰქონდათ შეშუპებული" - ბიძინა კულუმბეგოვი ტუჩის გადიდების სახიფათო მოდაზე

04/14/2026

ტექსტის ზომა

პოდკასტში „ყველაფერი ესთეტიკაზე“ „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ტუჩის გადიდების სახიფათო მოდაზე - E ვიტამინით ტუჩის აუგმენტაციის ყოვლად დაუშვებლობაზე ისაუბრა.

ტუჩი

ბიძინა კულუმბეგოვი: რამდენიმე თვის წინ, იყო ორი შემთხვევა, მოვიდა რესპექტაბელური ქალბატონი, მთელ სახეზე ჰქონდა გამოყენებული ვეტერინარიაში გამოყენებადი პრეპარატი. ვერ აგიღწერთ მათი სახის დეფორმაციის და შეშუპების მასშტაბს. წარმოადგინეს პრეპარატი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვეტერინაშია დაშვებული. ამ წამლებს ცხოველების მკურნალობაში თავისი დანიშნულება აქვს. და ეს გაუკეთა ქალაქში არც თუ ისე ადვილად ხელწამოსაკრავმა ადამიანმა.

ტუჩის გადიდების სენი ლეღვის ნახარშის მსგავსი სენივით არის, მოდიან ახალგაზრდა გოგონები, მოჰყვებათ მშობელი, რომელიც ღელავს და ამბობს, ვუშლიდი, მაგრამ გაუკეთა მეზობელმა, უბანში გაუკეთეს. ისეთი ალერგიაა, რომ მხოლოდ აგრესიულ, ჰორმონალურ თერაპიას საჭიროებს. რთულად სამართავია. სწრაფი კლინიკური ეფექტი არც ერთი საშუალებით არ მიიღწევა.

აქვე უნდა ითქვას, ესთეტიკური პროცედურების მსოფლიოში მიღებული სტანდარტების დაცვით გაკეთებით, სერიოზული ალერგიული რეაქციები მინიმალურია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026