კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა მის ახალ ფილმ „ლირიკას“ საუნდტრეკზე კლიპი გადაიღო.
სიმღერის ავტორი „თამადა” - მუსიკოსი ლაშა ჩხაპელიაა. სიმღერას, ლაშას გარდა, ნაციონალირი ბალეტის "სუხიშვილების" სამხატვრო ხელმძღვანელი - ილიკო სუხიშვილი და ნატალია ქუთათელაძე ასრულებენ.
კლიპში, ფილმი “ლირიკას” მთავარი მოქმედი გმირი - მსახიობი მიშა მესხი და საქართველოს ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ სოლისტები მონაწილეობენ.
„ლირიკას“ საუნდტრეკზე კლიპი კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” მხარდამჭერით არის გადაღებული.
პროექტის პარტნიორი არის ასევე Boygar’s (ბოიგარსი). მაღაზიის ინტერიერმა და თანამედროვე ესთეტიკამ, კლიპის კადრებს განსაკუთრებული ვიზუალური ხასიათი შესძინა.
ფილმი „ლირიკა“ კი 2 იანვრიდან უკვე კინოთეატრებშია. არ გამოტოვოთ! ფილმმა მაყურებლის დიდი სიყვარული უკვე დაიმსახურა.
კლიპის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ
01/18/2026