Logo

საზოგადოება

"ვიდეო გადმომცეს, მაგრამ მარტო ნახვის მეშინია..." - ეკა კუპატაძე შვილის მკვლელობის ამსახველ ვიდეოზე

"ვიდეო გადმომცეს, მაგრამ მარტო ნახვის მეშინია..." - ეკა კუპატაძე შვილის მკვლელობის ამსახველ ვიდეოზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მოკლული მასწავლებლის - გიგა ავალიანის დედამ გუშინდელი ვიდეოს გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. ვიდეო ეკა კუპატაძემ შვილის საფლავიდან გაავრცელა, სადაც ის ვაჟის მკვლელობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებაზე საუბრობს.

ეკა კუპატაძე: წუხანდელი ვიდეოსთვის ბოდიშს გიხდით ყველას. ვიცი, ემოციურად ძალიან გტვირთავთ, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევაჩერეთ......

მადლობა, რომ ბრძოლაში მეხმარებით! თქვენი თითოეული ლაიქი და კომენტარი მაძლიერებს და მტრის მოგერიებაშიც მეხმარება.....

მძიმედ, მაგრამ გადავიტანეთ წუხანდელი ღამეც.....

ვიდეო მეც გადმომცეს საქმის მასალებთან ერთად, მაგრამ მეშინია მარტო ნახვის......
ძმები მოვლენ კვირას და ერთად ვნახავთ ყველა....

მძიმე დღეები მაქვს.... ძნელია, როგორც სიუჟეტს, ისე რომ კითხულობ, როგორ კლავენ შენს შვილს და თითქოს აქ გინდა შეაჩერო ეს მკვლელობა....

მაგრამ მერე უცებ გადააწყდები ფურცელს, სადაც შენი, ზრუნვაში გაზრდილი შვილიკო დანომრილი გვამია....

ვერ გამტეხავენ!
არ დავნებდები!

ამ ვიდეოს გავრცელება უნდოდა დემეტრე ჩიქოვანის დედას!

და თქვენ, ვინც ამაში ეხმარებოდით, მისი კრიმინალი შვილების ცხოვრება გაასაჯაროვოთ, ის სჯობს! კრიმინალურ ბანდას გამოააშკარავებთ და სხვის გიგას გადაარჩენთ!
მასალების შეგროვება თუ გაგიჭირდეთ, მე ბევრი რამ ვიცი კრიმინალ დემეტრე და გიორგი ჩიქოვანებზე, მოდით, დაგეხმარებით! ჩვენებაში რა ჩააწერინა, ის კი არ არის სიმართლე, სიმართლე ისაა, რომ ძმებმა ჩიქოვანებმა წააქეზეს და დააგეგმინეს სისხლს მოწყურებულ ალექსანდრე გაბაშვილს, ჩემი წესიერი შვილიკოს მკვლელობა.

გიორგი რიკაძის და ალექსანდრე გაბაშვილის ცხოვრებაზეც გააკეთეთ სიუჟეტი, აჩვენეთ ხალხს რა ბანდაა დიდ დიღომში, ამით უფრო აიწევთ რეიტინგს!!!

მადლობა ყველას, ვინც ერთი კომენტარით მაინც იცავთ ჩემს ოჯახს! მადლობა ერთსულოვნებისთვის! მადლობა ერთგულებისთვის!
დავდგეთ ერთად, რომ უსამართლობის გამო თქვენც, ჩვენსავით სასწრაფოს გამოძახება არ დაგჭირდეთ სასაფლაოზე!

ავტორი: ზმნა

01/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024