Logo

"ვიდრე პროექტის შესახებ გავიგებდი, ხილვა მქონდა" - რა უთხრა მამა პაისმა, გამოცხადებისას, მისი როლის შემსრულებელს

"ვიდრე პროექტის შესახებ გავიგებდი, ხილვა მქონდა" - რა უთხრა მამა პაისმა, გამოცხადებისას, მისი როლის შემსრულებელს

01/04/2026

ტექსტის ზომა

"მამა პაისი - ფარასადან ზეცაში" - ბერძნული სერიალი ჩვენი დროის დიდი წმინდანის - პაისი ათონელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ფილმი და წმინდა მამა ქართველმა მაყურებელმა ძალზედ შეიყვარა.

მამა პაისის როლს კვიპროსელი მსახიობი - პროკოპის აგათოკლეუსი ასრულებს.

ბერი პაისის როლი

სანამ ფილმზე მუშაობას დაიწყებდნენ, თერთმეტი თვე ათონის მთაზე ისე გაატარა, რომ სახლში არც დაბრუნებულა. ბერების ცხოვრებას ახლოდან გაეცნო. სურდა, რომ კარგად შეეგრძნო წმინდა მამის როლი. წვერი და თმა გაიზარდა და ზუსტად ბერების მსგავსად იცხოვრა.

როგორც პროკოპისი ერთ ინტერვიუში ამბობს, მას ფილმში გადაღებამდე ხილვა ჰქონდა.

ბერი პაისის როლი

პროკოპის აგათოკლეუსი: მინდა ერთგვარი აღსარებასავით ვთქვა: ვიდრე პროექტის შესახებ გავიგებდი, ხილვა მქონდა. პანაგუდაში ვიყავი, მამა პაისის კელიაში. კარზე ვაკაკუნებდი და შეშვებას ვთხოვდი. ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მამა პაისმა კარი გააღო და მითხრა: შენ! ამ დროს გამომეღვიძა. რამდენიმე დღეში გავიგე, რომ სერიალში მის როლს მე ვითამაშებდი.

ვიდეო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026