Logo

"ვიმედოვნებ, რომ გუჩი შეგაგრძნობინეთ, ეს იყო ჩემი მიზანი" - დემნას პირველი ინტერვიუ ჩვენების შემდეგ

"ვიმედოვნებ, რომ გუჩი შეგაგრძნობინეთ, ეს იყო ჩემი მიზანი" - დემნას პირველი ინტერვიუ ჩვენების შემდეგ

03/04/2026

ტექსტის ზომა

გუჩის პირველი მილანური ჩვენების შემდეგ, რომელზეც 2026 წლის შემოდგომის კოლექცია იყო წარდგენილი, სახელწოდებით „პრიმავერა“, ინსტაგრამზე დემნა გვასალიას პირველი ინტერვიუ ვრცელდება. გუჩის სახლის ქართველი კრეატიული დირექტორი, ჟურნალისტებს უყვება, როგორ და რა ისპირაციით იმუშავა ამ ჩვენებაზე.

დემნა გვასალია: მე ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი და გავაკეთე, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევძლებ ყოველთვის ამის გაკეთებას. ვიმედოვნებ, რომ გუჩი შეგაგრძნობინეთ, რადგან ამ შოუსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი. ვიგულისხმე ენერგიის, ვნების, მშვენიერების, სექსუალურობის შეგრძნება. ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ხალხი გამუდმებით მეკითხება, როგორ გრძნობ თავს?

თითქოს გრძნობ, რომ შეყვარებული ხარ, მაგრამ სინამდვილეში, ეს გრძნობა არ შეგიძლია. ცოტა შეშფოთებული, ცოტა შეშინებულიც, მაგრამ ასევე ძალიან აღფრთოვანებულიც... ასე რომ, ეს არის ამ ყველაფრის ნაზავი.

ინსპირაცია მოვიდა მაშინ, როდესაც ფლორენციის გალერეაში გახლდით. იტალიურ რენესანსს ჩემს კულტურაში დიდი ადგილი უკავია. გუჩი იტალიური კულტურის ნაწილია, ისევე როგორც მონტიჩელი და მიქელანჯელო. ეს რომ ვნახე, მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა ჩვენება. მინდა, გუჩი კულტურულ შესაბამისობაში დავაბრუნო.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026