ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
შორენა ბეგაშვილი დაინიშნა. ვინ არის მისი რჩეული?
ვინ ჩუქნის შორენას ასეთ ძვირფას საჩუქრებს და ვის დაჰყავს ის სამოგზაუროდ - ბოლო წლებია, ბულვარული პრესა ამ თემით იყო დაინტერესებული. ტელესახე და ინფლუენსერი ხომ, სოციალურ ქსელებს, მოგზაურობაში გადაღებული ფოტოსესიებისთვის იყენებს. ძვირფასი აქსესუარების ასე საჯაროდ "გამოფენისთვის", კრიტიკაც არა ერთხელ დაიმსახურა. ერთ-ერთი ვიდეო, რის გამოც ბეგაშვილი მწარედ გაკიცხეს, შამპანურით ხელების გადაბანა იყო...

მოკლედ, მამაკაცი, ვინც 44 წლის შორენა დანიშნა, 67 წლის ბიზნესმენი, მამუკა ურუშაძეა. ურუშაძე სხვადასხვა ბიზნესშია ჩართული, მათ შორის, ბინების მშენებლობაში. ის ასევე ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში მან შორენას აჩუქა ბინა ჭავჭავაძეზე, აუშენა კერძო სახლი დიღომში. მოგზაურობებსა და ძვირფას ნივთებზე, სოციალური ქსელებიდან, ყველამ ისედაც იცით...

შორენა ორჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში - ზურაბ ბარბაქაძესთან (ვისთანაც ქალიშვილი ჰყავს) და ირაკლი ნანაძესთან. წლების წინ, ჰქონდა სკანდალური რომანი დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან.

ვალენტინობას კი, შორენამ ფეისბუქზე დაპოსტა:
"I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში, დივანზე მთხოვა..."

02/15/2026