Logo

ვინ ემუქრებოდა მოკვლით ნინი შერმადინს?

ვინ ემუქრებოდა მოკვლით ნინი შერმადინს?

10/15/2026

ტექსტის ზომა

ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ჩაწერილი ინტერვიუების რუბრიკა - "უეჭველი ქართველია" ახალ სეზონს ხსნის, სტუმარი კი ნინი შერმადინი გახლავთ.

ნინი საუბრისას შეეხო სხვადასხვა თემებს - რუსეთის, პროპაგანდის, მხარეების, ემიგრაციის და მუქარის თემას, როდესაც მას ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ...

- რუსეთში სიმღერა გაგიხსენეს. რას პასუხობ მათ?

ნინი შერმადინი: მე რომ რუსეთში კარიერის გაკეთება მდომებოდა, იურმალას შემდეგ ეს ძალიან ადვილი იყო, რადგან ბევრი შემოთავაზება მივიღე. ლაიმას სიმპათია ვიყავი და იქ სამეგობრო-სანათესაოც მყავდა.

მე არ მაქვს უფლება განვიკითხო ან ტალახი ვესროლო მათ, ვინც რუსეთში ცხოვრობს. ადამიანების არჩევანს პატივს ვცემ, სადაც განავითარეს თავი, იქ ცხოვრობენ. მე ბევრი რუსი ნაცნობი მყავს, რომლებიც ამბობენ, რომ პუტინი საშინელი ადამიანია. და ზუსტად მისი შიზოფრენიის გამო ხალხი დავშორდით ერთმანეთს.

ყოველთვის ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული. ბოლო დროის ვიდეოებიდანაც ჩანს, ზოგჯერ თავზე გვაშარდავენ და... ასეთ დროს ტოლერანტული ვერ ვიქნები. და ვერც ვერავის მოვუხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ურთიერთობა დავათბო. ბოდიში მათ აქვთ მოსახდელი ქართველებთან. მე ფობია არ მჭირს არც ენის, არც კულტურის და არც ლიტერატურის მიმართ. მათი პოლიტიკის კი, ძალიან წინააღმდეგი ვარ.

- ნინი, ხან რომელი პარტიის მხარდამჭერობას გაბრალებენ, ხან - რომელი.

- აუცილებლად რომელიმე პარტიის კუთვნილება უნდა ვიყო, უნდათ, რომ ვინმეს მიმაკუთვნონ. ვერ ვიქნები პარტიული, რადგან ასეთ დროს, გულშემატკივრები იყოფიან და შენ მიმართ მერე განწყობას იქმნიან. მე ვმღერი ხალხისთვის. პარტიები იცვლებიან, ხელოვანი ადამიანები რჩებიან.

მე ჩემს აზრს სულ ვაფიქსირებ. ვერ დავბრმავდები და ვერ დავყურუვდები. მერე რამ, რომ იქ ჯერ არ ვცხოვრობ. მე მინდა მალე დავბრუნდე საქართველოში. ამას წინათ სიმღერა ვერ დავასრულე, ცრემლები წამსკდა. ვიგრძენი, რომ ძალიან მენატრება იქაურობა. ყველაზე ბედნიერი საქართველოში ვარ, როცა ჩავდივარ ბებიასთან და მას ვნახულობ. როცა შემიძლია ყოველდღე მივიდე ჩემი მშობლების საფლავზე... დღესვე შემიძლია წავიდე, მაგრა ახლა ვარ მიჯაჭვული ჩემს სკოლაზე, სადაც ქართველ ბავშვებს ვჭირდები. მინდა საქართველოშიც გავხსნა ფილიალი, წავიდე, წამოვიდე, ამ ორ ქვეყანას შორის ხიდი გავდო. მინდა სანამ ცოცხალი ვარ, რაღაცით გამოვადგე სამშობლოს - საქართველოს და ქართველებს. ამას ვერასდროს ვერავინ ვერ გაიგებს, თუ ჩემს ადგილას არ არის, რანაირად განვიცდი სამშობლოსგან შორს ყოფნას.

ნინი შერმადინი

- ნინი, მოკვლით გემუქრებოდნენ. როგორ დასრულდა ეს ამბავი?

- არ დავიჯერებდი, სანამ კონკრეტულმა ადამიანებმა "სქრინი" და "ვოისი" არ ჩამიგდეს. 26 კაცის სია ჰქონდა, ვინც უნდა დაეშინებინა, მათ შორის, ვიყავი მეც. პოლიციაში გამოვცხადდი და იპოვეს ეს ადამიანი. მას ის ნომერი ჰქონდა, რითიც ამ ადამიანებთან რეკავდა. აიყვანეს კონტროლზე. სამწუხაროა, რომ ქართველი მამაკაცია. მისი კომენტარი იყო, სიმთვრალეში ვურევ, დიდი ბოდიში, აღარ განმეორდებაო. მისგან ნებისმიერი ზარის შემთხვევაში, უკვე აუცილებლად დაიჭერენ.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026