სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინგლისელებმა პრივატულობა აირჩიეს, ესპანელებმა - პრაქტიკულობა, ფრანგები კი ერთ-ერთ უძვირეს ადგილას დაბინავდნენ. ბრაზილია მოკრძალებულად ცხოვრობს, ყატარიმ - მთელი თავისი სიმდიდრის მიუხედავად - კიდევ უფრო უბრალოდ... ახლა ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად...
ნაკრებები, რომლებმაც ფუფუნება აირჩიეს: პორტუგალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ურუგვაი, საუდის არაბეთი, ერაყი, იორდანია, კოტ დივუარი.
ეს ნაკრებები უძვირეს სასტუმროებში დაბინავდნენ, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნომრები, არამედ ყველაფერი, რაც გარშემოა: პლაჟები, სპა, გოლფის მოედნები, დახურული ტერიტორიები და სერვისი, რომლებსაც მდიდრები არიან მიჩვეულები.
კარგი მაგალითა პორტუგალია, რომელიც ფლორიდაში, პალმ ბიჩის Four Seasons-ში დაბინავდა. აქ ყველაზე იაფფასიანი ნომერი ღამეში 477 ევრო ღირს, ფასები კი 2057 ევრომდე ადის.

Four Seasons-ში დაბინავდნენ ფრანგებიც, ოღონდ ბოსტონში. აქ სტანდარტული ნომრის ფასი 737 ევროდან იწყება და 415 ევრომდე ადის.

სასტუმროები, სადაც აღდგენის საუკეთესო პირობებია: ავსტრალია, ბელგია, კაბო ვერდე, კანადა, ნორვეგია, შვედეთი, ეგვიპტე, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტუნისი, კოლუმბია. ეს არ არის „რიც კარლტონი“, მაგრამ არის საუკეთესო აუზები, სპა და სატრენაჟორო დარბაზები. ეს კი მომქანცველი ტურნირის დროს უაღრესად მნიშვნელოვანია.
კარგი მაგალითია ბელგიის ნაკრები, რომელიც სიეტლის სიახლოვეს „ჰაიათში“ ცხოვრობს, სადაც ფასები 350 ევროდან იწყება და 1640 ევრომდე ადის.
ძველებური სასტუმროები: ინგლისი, გერმანია, არგენტინა, ნიდერლანდები, ხორვატია, ალჟირი. პრივატულობა და სრული შეგრძნება, რომ ნაკრები არა ტურისტული ნაკადის შუაგულში ცხოვრობს, სადაც სასტუმროს ფოიეში მუდამ ახალი ხალხი ირევა, არამედ იქ, სადაც არასდროს არავინ შეგაწუხებს.
აი, მაგალითად, ინგლისი, რომელმაც კანზას სიტის სიახლოვეს მდებარე The Inn at Meadowbrook აირჩია.

ეს არის პატარა სასტუმრო, სადაც მხოლოდ 54 ნომერია და ფასები 206-1727 ევროს ფარგლებში მერყეობს. ცხადია, ასეთ პატარა სასტუმროში უცხო არავინ იქნება.
სტანდარტული სასტუმროები: ესპანეთი, ჩეხეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეკვადორი, განა, ჰაიტი, შეერთებული შტატები, უზბეკეთი, კიურასაო, პარაგვაი, შოტლანდია.
ხარისხიანი, მაგრამ სტანდარტული სასტუმროები, ყოველგვარი განსაკუთრებულობის გარეშე. როგორც წესი, ეს ქსელური სასუმროებია, სადაც ყველაფერი ხარისხიანია, მაგრამ განსაკუთრებულობის ატმოსფერო არ იგრძნობა.
შესაძლოა, გაგიკვრდეთ, მაგრამ ასეთი სასტუმერო აირჩია, მაგალითად ესპანეთმა.

სასტუმრო „ჰილტონი“ ტენესიში. ეს რაციონალური არჩევანია, თუნდაც იმით, რომ სასტუმრო 10 წუთის გზაზეა ესპანელების საწვრთნელ ცენტრთან.
მოკრძალებული და პრაქტიკული სასტუმროები: ბრაზილია, თურქეთი, მაროკო, ყატარი, სენეგალი, ირანი, სამხრეთ აფრიკა, პანამა.
როდესაც ვამბობთ, „მოკრძალებულს“, ცხადია, ზემოთ ნახსენებ სასტუმროებს ვადარებთ და სულაც არ ნიშნავს, რომ აქ არანაირი კომფორტი არ არის. თუმცა როგორ გითხრათ...

მაგალითად, ბრაზილია დაბინავდა ნიუ ჯერსიში, The Ridge Hotel-ში, სადაც არასეზონურ პერიოდში 100 ევროდაც კი შეგიძლიათ ნომრის დაქირავება.
განსაკუთრებული ადგილები: მექსიკა, ბოსნია, იაპონია. ამ ნაკრებებმა პირდაპირ საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრება ამჯობინეს - მაქსიმალურად ასკეტურ პირობებში.
06/14/2026