Logo

ვინ ვის უჭერს მხარს „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში

ვინ ვის უჭერს მხარს „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში

09/24/2026

ტექსტის ზომა

ოქროს ბურთის 70-ე მფლობელის დასახელებამდე ზუსტად ერთი თვე რჩება, ვნებები კი ბობოქრობს. განსაკუთრებით ჩვენთან, რაკი არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა ისე ახლოს ამ სანუკვარ ჯილდოსთან, როგორც ხვიჩა კვარაცხელიაა ახლა. მაგრამ ქართველი ფეხბურთელი სულაც არ არის ერთადერთი პრეტენდენტი და მის კონკურტენტებსაც თავისი არგუმენტები გააჩნიათ.

მოდი, ვნახოთ, ვინ არიან ხვჩას მთავარი კონკურენტები და ვინ არიან ის ცნობილი ფეხბურთელები, რომლებმაც თავიანთი ფავორიტები ხმამაღლა დაასახელეს.

ვინ უჭერს მხარს ლამინ იამალს

დეკუ: ვფიქრობ, იამალი მთავარი პრეტენდენტია. მან „ბარსელონასთან“ ერთადაც მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ლა ლიგაში საკვანძო ფიგურა იყო. ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. სიტუაცია ისეთივეა, როგორც მაშინ, როდესაც ლეო მესი იგებდა პრიზს და ამაში არავის ეპარებოდა ეჭვი. ახლაც ასეთი სიტუაციაა.

რაფინია: ეს ჯილდო იამალმა უნდა მიიღოს. მას ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს. ორი ტურნირიც მოიგო: ესპანეთის და მსოფლიოს ჩემპიონატები. ის საკვანძო ფეხბურთელია როგორც „ბარსელონასთვის“, ასევე ესპანეთის ნაკრებისთვის. ჩემთვის საეჭვო არაფერია. „ოქროს ბურთი“ მან უნდა მოიგოს და აქ განსახილველიც არაფერია.

როდრი: ვფიქრობ, ვითარება არაერთგვაროვანია. მინდა, რომ ესპანელმა გაიმარჯვოს, იქნება ეს ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, ფაბიან რუსი ან თუგინდ მე, რაკი ნომინირებული ვარ. მესმის, რომ „ბარსელონა“ პირველ რიგში იამალს ლობირებს, რაკი ის კლუბის აღზრდილია.


ვინ უჭერს მხარს კილიან მბაპეს

კრისტოფ დუგარი: რატომ ვერ უნდა გახდეს მბაპე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე? წინა სეზონში მან 44 გოლი გაიტანა, მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რეკორდიც მოხსნა. ვინ იტყვის, რომ მბაპეზე უკეთესია? იმ შემთხვევაშიც, თუ ის იდეალური არ არის და მსოფლიოს ჩემპიონიც ვერ გახდა, „ოქროს ბურთი“ ინდივიდუალური პრიზია და მბაპეს აქვს უფლება ჰქონდეს მისი მიღების შანსი.

ტიერი ანრი: ყველაფერი არც ისე ცხადია, როგორც წინა სეზონში იყო. მაგალითად, ჰარი კეინი... მაგრამ გერმანიაში საუკეთესო არა ის, არამედ მაიკლ ოლისე იყო. ხოლო ინგლისელებს რომ ჰკითხოთ, ჯუდ ბელინგემს დაგისახელებენ. ოღონდ, ჯუდისთვის „რეალში“ სეზონი არც ისე წარმატებულად წარიმართა. ან როდრი... ის დიდებული იყო მსოფლიოს ჩეპიონატზე, მაგრამ სეზონში არც ისე ბევრი მატჩი ჩაატარა.

ლამინ იამალი მსოფლიოს ჩემპიონატზე სულაც არ იყო შესამჩნევი, რადგან ტრავმით ჩავიდა. დიდებულია ერლინგ ჰალანდიც, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის ჩამორჩება უკვე ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან რამდენიმეს.

ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. „ოქროს ბურთს“ ლეო მესი მოიგებდა, არგენტინა რომ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ვერ გახდა. ჰოდა, ვინ გვრჩება? ჩემი ფავორიტი კილიან მბაპეა. ხალსი იტყვის, რომ მას არაფერი მოუგია, მაგრამ შეხედეთ, რამდენს მიაღწია კილიანმა ინდივიდუალურად: გახდა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ჩენპიონტა ლიგის საუკეთესო ბომნარდირი, მსოფლიოს ჩემპიონატის საკუეთესო ბომბარდირი. დაითვალეთ მისის გოლები და წარმოუდგენელ რიცხვს მიიღებთ.

ვინ უჭერს მხარს ჰარი კეინს

ლუკა ტონი: ჰარი, შენ იმსახურებ ოქროს ბურთს! ლოთარ მათეუსი: ჩემი აზრით, კეინი მთავარი პრეტენდენტია. რატომ? გერმანის ჩემპიონი, გერმანიის თასის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი... მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ყველა ტურნირზე, იტანდა გოლებს და მოედანზე ლიდერი იყო. მას უზადო ხასიათი აქვს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემთვის ის ნამდვილად მისაბაძი ადამიანია. დეკლან რაისი: ძალიან მინდა, რომ ჰარიმ მოიგოს. მას წარმატებას ვუსურვებ.

რიო ფერდინანდი: 73 გოლი სეზონში! მხოლოდ მესის აქვს გატანილი უფრო მეტი. მან „ოქროს ბუციც“ მოიგო. ვინ უნდა მოიგოს „ოქროს ბურთი“ თუ არა კეინმა? ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე სწრაფად გაიტანა 100 გოლი ევროპის ტოპ-5 ლიგაში ერთი კლუბის შემადგენლობაში. ასე რომ, მხოლოდ ერთი კანდიდატი არსებობს.

ვინ უჭერს მხარს ხვიჩა კვარაცხელიას

მიშელ პლატინი: მე პსჟ-ს მოთამაშე კვარაცხელიას ვამჯობინებ. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამიტომ მასზე ვდებ ფსონს. არ ვამბობ, რომ ერთადერთი ფავორიტია, არის 4-5 მოთამაშე, რომლებიც იმსახურებენ „ოქროს ბურთს“, მაგალითად, კილიან ბმაპემ ფანტასტიური სეზონი ჩაატარა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ ადამიანები იტყვიან, რომ მან ვერაფერი მოიგო.

უსმან დემბელე: ვფიქრობ, „ოქროს ბურთი“ პსჟ-ში დარჩება. ჩემი სამეული ასეთია: კვარა, კეინი და მბაპე. საკუთარ თავს ასეთ სიებში არასდროს ვასახელებ.

ემანუელ პეტი: ორი წელია საოცარ სიამოვნებას ვიღებ ამ ფეხბურთელის თამაშის ყურებით. ის თავდაჯერებულობას ასხივებს. მე ჯერ არ მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც კვარას შეჩერება შეუძლია. გასაგებია, რომ საქართველოს ნაკრებში ის ვერასდროს მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს, ამიტომ, მუნდიალი არ უნდა მივიჩნიოთ გადამწყვეტ ფაქტორად. ამით უპატივცემულობას გამოვხატავთ იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც თავისი მოქალაქეობის გამო ვერ გახდებიან მსოფლიოს ჩემპიონები.

ტონი კროოსი: მე კვარას ვირჩევ. ჩემთვის ეს სავსებით აშკარაა. მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხმა საუკეთესო მოთამაშემ: როდრიმ, მესიმ, ბელინგემმა და მბაპემ, არცთუ გამორჩეული სეზონი ჩაატარეს. კვარა მსოფლიოს საუკეთესო გუნდის საუკეთეო მოთამაშეა.

ვინ უჭერს მხარს ლეო მესის

დევიდ ბექემი: შემთხვევით არ არის, რომ მესის კვლავ განიხილავენ ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტად. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთსო მოთამაშე იყო. და წინა სეზონი მთლიანად შესანიშნავად ჩაატარა. 39 წლის ასაკში მან მსოფლიოს ჩემპიონატის უკლებლივ ყველა მატჩზე მოახდინა გავლენა, ეს რაღაც განსაკუთრებულია. 39 წლის ასაკში არავის შეუძლია ასეთი რამ. ამიტომ ის იმსახურებს ამ ჯილდოს და უნდა მოიგოს კიდეც.

დიეგო სიმეონე: „ოქროს ბურთი“ ლეო მესიმ უნდა მიიღოს. ამ ასაკში ასეთი მსოფლიოს ჩემპიონატის მერე... ეჭვები არ უნდა არსებობდეს.

გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი დარჯანია

დაჯილდოვებაოქროს ბურთიფეხბურთიხვიჩა კვარაცხელია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026