Logo

"ვინაც ჩვენთვის ილოცავდი, მკვდარი წინ გვიწევო..." - ბესიკ ხარანაული

"ვინაც  ჩვენთვის  ილოცავდი, მკვდარი  წინ  გვიწევო..." - ბესიკ ხარანაული

03/18/2026

ტექსტის ზომა

86 წლის ბესიკ ხარანაულის ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება მისი ძალზედ ემოციური ლექსი, რომელიც პოეტმა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გაუზიარა მკითხველს.

ვაი, მზევ, ამომავალო,
აღარ ფერი გდევსო,
ვინაც შენთვის იღვიძებდა,
მკვდარი წინ გიწევსო.

ვაი, შენაც, საქართველო,
რაღა შენი დღეო,
ვინაც შენთვის იღვიძებდა,
მკვდარი წინ გიწევო.

ნიავღვარი ჩაგვდიოდა,
ხიდი გაგვიდეო,
ვინაც ჩვენთვის ილოცავდი,
მკვდარი წინ გვიწევო.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

განდეგილიიუბილარიპოეტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026