Logo

"ვინც ჩემი ცხვირის გასწორებას თავზე აიღებს, მილიონ დოლარს გადავუხდიო" - ციცინო შურღაია ჯექსონის წერილზე

"ვინც ჩემი ცხვირის გასწორებას თავზე აიღებს, მილიონ დოლარს გადავუხდიო" - ციცინო შურღაია ჯექსონის წერილზე

06/04/2026

ტექსტის ზომა

ციცინო შურღაია "ფორტუნასთვის" ორი წლის წინ მიცემულ ვიდეოინტერვიუში ჰყვება ფაქტზე, რა დროსაც ის რუსეთში ცხოვრებისას მსოფლიო ვარსკვლავის, მაიკლ ჯექსონი სახელს გადაეკვეთა. გარეგნული ცვლილებებით გართულ ჯექსონს, როცა უკვე 40-მდე პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ცხვირზე პრობლემა შეექმნა, მსოფლიოს მასშტაბით, კლინიკებში დაგზავნა წერილები...

ციცინო შურღაია: კლინიკის დირექტორი დილის კონფერენციაზე ხსნის წერილს, რომელიც მაიკლ ჯექსონის აგენტმა მსოფლიოს ყველა წამყვან კლინიკაში გადააგზავნა, მათ შორის - მოსკოვში ჩვენთან; მე მოსკოვში წამყვან კლინიკაში ვმუშაობდი, იმის იქით კლინიკა აღარ იყო. ვინც ჩემი ცხვირის გასწორებას თავზე აიღებს, მილიონ დოლარს გადავუხდიო, ეწერა წერილში.

ჯექსონი

25 წლის წინანდელ ამბავს ვყვები.

თუ მაგარი ხართ, გამოიმუშავეთ მილიონი დოლარიო, დირექტორმა თქვა.

მანამდე იაპონიაში ვსწავლობდი, კონფერენცია იყო, სადაც ერთმა ქირურგმა განიხილა ჯექსონის ოპერაციები. მესამე ოპერაციის შემდეგ მაიკლს ჰქონდა გენიალური შედეგი. ის იყო პლასტიკური ქირურგიის ყველაზე პოპულარული პაციენტი. არაფრით არ კმაყოფილდებოდა შედეგით და იკეთებდა და იკეთებდა ოპერაციებს. ეუბნებოდნენ, რომ შეიძლება გართულდეს, მაგრამ ხელს აწერდა და უნდოდა გაეკეთებინა ოპერაცია. ეძებდა, ეძებდა რაღაცას და ბოლოს მიიღო ის, რაც მიიღო. დაკარგა ცხვირი. სწორედ იმ პერიოდში დაიგზავნა კლინიკებში მისი წერილი.

ჯექსონი

ვიდეო სრულად

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026