Logo

ჯანმრთელობა

ვირუსი, რომელიც აქამდე მხოლოდ თევზებისთვის იყო სახიფათო, უკვე ადამიანზეც ვრცელდება

ვირუსი, რომელიც აქამდე მხოლოდ თევზებისთვის იყო სახიფათო, უკვე ადამიანზეც ვრცელდება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ვირუსი, რომელიც აქამდე მხოლოდ თევზებისა და კიბოსნაირებისთვის იყო სახიფათო, უკვე ადამიანზეც ვრცელდება და თვალის მძიმე, ქრონიკულ დაავადებას იწვევს.

ბოლო პერიოდში ჩინეთში მედიკოსები უჩვეულო სამედიცინო თავსატეხის წინაშე აღმოჩნდნენ.

პაციენტებს თვალის მწვავე ანთება და მაღალი შიდა წნევა აღენიშნებოდათ, თუმცა ტრადიციული ანალიზები ვერცერთ ცნობილ ვირუსს ვერ აფიქსირებდა.

ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის პროდუქტებში გავრცელებული პათოგენი ადამიანებში მხედველობის სერიოზულ პრობლემებსა და თვალის შიდა წნევის სახიფათო მატებას განაპირობებს.

მეცნიერებმა ყურადღება ე.წ "ნოდავირუსზე“ გაამახვილეს. ეს არის პათოგენი, რომელიც აქამდე მხოლოდ თევზებსა და კიბოსნაირებში იყო აღმოჩენილი.

ეჭვის დასადასტურებლად მეცნიერებმა 70 პაციენტის თვალის ქსოვილები ულტრათანამედროვე, ელექტრონული მიკროსკოპით გამოიკვლიეს.

დაზიანებული ქსოვილების შესწავლისას მეცნიერებმა ვირუსული ნაწილაკები აღმოაჩინეს , რომელთა გენეტიკური კოდი 98.96%-ით ემთხვევა ზღვის ბინადართა შორის გავრცელებულ ვირუსს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ჰიგიენის დაცვა და ზღვის პროდუქტების სათანადო მომზადება მნიშვნელოვანი იქნება საფრთხისგან თავის დასაცავად.

როგორ ვრცელდება ვირუსი ადამიანზე?

პაციენტების ცხოვრების წესის შესწავლამ აჩვენა, რომ საფრთხე უშუალოდ სამზარეულოდან ან სავაჭრო ობიექტებიდან მოდის. გამოკითხულთა 75% რეგულარულად იყო შეხებაში უმ ზღვის პროდუქტებთან: ამუშავებდნენ თევზს ან კრევეტებს დამცავი ხელთათმანების გარეშე, ხშირად მიირთმევდნენ თერმულად დაუმუშავებელ (უმ) ზღვის პროდუქტებს.

რამდენად რეალურია გლობალური საფრთხე?

ეს არის პირველი სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ წყლის ცხოველების ვირუსმა შესაძლოა ადამიანის თვალის სპეციფიკური დაავადება გამოიწვიოს. კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა გლობალურმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ CMNV ვირუსი უკვე ფიქსირდება 49 სახეობის ზღვის არსებაში (მათ შორის კიბორჩხალებსა და მოლუსკებში) აზიაში, აფრიკაში, ევროპაში, ამერიკასა და ანტარქტიდაზეც კი.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი რეგიონის პრობლემა. ჰიგიენის ნორმების დაცვა და ზღვის პროდუქტების დამუშავებისას ხელთათმანების გამოყენება გადამწყვეტი ხდება ამ ახალი საფრთხისგან თავის დასაცავად.

წყარო: Nature

ავტორი: ზმნა

04/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024