ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"სარკასტიკის" წამყვანები - გიორგი ნაზღაიძე და თამაზ ლოხიშვილი ცნობილ ადამიანებს ურეკავენ და სიტუაციურად ეხუმრებიან. ბევრი ხუმრობას ჰყვება, ბევრიც ბრაზდება და იძაბება. ზოგი ხმაზე ცნობს წამყვანებს. ამის გამო ხმასთან ერთად, ტელეფონის ნომერიც კი შეცვალეს ბიჭებმა, მაგრამ კარგი სმენის პატრონი, "სარკასტიკის" ზარს იოლად ცნობს.
გიორგი ნაზღაიძე "ზმნასთან" იხსენებს რესპონდენტებს, ვინც ხუმრობა ვერ გაიგო და წამყვანებს დაემუქრნენ...
გიორგი ნაზღაიძე: ყოფილა დაძაბული გამოხმაურება, რა თქმა უნდა. გიორგი გასვიანმა დაგვიძაბა ტელეფონში საუბრისას. ჩერტოევმაც. მოდელმა, მაკო კობერიძემ, რომელიც შოთა კალანდაძის ფილმის კადრებით პორნოსაიტზე აღმოჩნდა, დაგვირეკა, დაგვიძაბა, სასამართლოთი დაგვემუქრა, მაგრამ როცა გადაცემა ნახა, ძალიან კარგი გადაცემა ყოფილაო, დამშვიდდა.
გადაცემის შემდეგ მაია ბარათაშვილმა დაგვირეკა და გვკითხა, ვის დაკვეთას ასრულებდითო?
გადაცემა არავის დაკვეთით არ მზადდება. "სარკასტიკა" არის იმისთვის, რომ იცინო. თუ ისეთ ინფორმაციას გააჟღერებ, რაც მხოლოდ შენთვის არის ცნობილი, ეს უკვე შენი პრობლემაა. ჩვენ არაფერ შუაში ვართ.
შორენა ბეგაშვილის ქორწილის პაროდია რომ გავაკეთეთ, შვილმა მომწერა რაღაც ტექსტები. მე იუმორით გავეცი პასუხი.
ჩვენგან ზარს, უმეტესად, იღებენ ხუმრობით. ვთვლი, რომ ამ რეალობაში რაც გადაგვარჩენს, ეს იუმორია.
მახსენდება, ქალთა საზოგადოების დაჯილდოების საღამოზე გახლდით. მერე თამაზამ ასაკობრივ კატეგორიაზე - პლუს 40-ზე იხუმრა. იქ ბევრი ამ ასაკის იყო და აქ არაფერია შეურაცხმყოფელი. ამას მოჰყვა სერიოზული ტექსტები და სასამართლოთი დამუქრება. მუქარები იყო, სხვადასხვა ტელეფონებიდან ირეკებოდა. ჩვენ ვიცით, კანონით რისი უფლება გვაქვს და რისი - არა. ჩვენს გადაცემაში არის ის, რაც ყველამ იცის და იმის გარშემო ვხუმრობთ.
თუ ეს გადაცემა ვინმესთან ურთიერთობას გამიფუჭებს, ამაზე არც მიფიქრია და სიმართლე გითხრათ, არც მადარდებს.
საერთო ჯამში, გადაცემა მოსწონთ. ორ თვენახევარში ფანტასტიკური შედეგები გვაქვს. ათასობით გამომწერი დაგვემატა ყველა პლათფორმაზე. ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. მადლობა ყველას, რომ "სარკასტიკა" მოსწონთ.
03/13/2026