Logo

სპორტი

ვის ეკუთვნის მსოფლიო თასი?

ვის ეკუთვნის მსოფლიო თასი?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დასრულებისთანავე გამარჯვებული გუნდის კაპიტანს ოქროს თასი გადაეცემა და ზეიმი იწყება. თუმცა, ცერემონიის დასრულების შემდეგ თასს... უკან აბრუნებენ.

ახლა მოდი, ყველაფერი დეტალურად გავარჩიოთ. მსოფლიო თასის ისტორია ორად არის გაყოფილი - პირველი თასი, რომელსაც ჟიულ რიმეს სახელი ერქვა, 1970 წლამდე გადაეცემოდათ მსოფლიოს ჩემპიონებს და მისი ისტორია დრამატულია.

თავდაპირველად ის 1966 წელს, ლონდონში მოიპარეს, თუმცა, როგორც ჩანს, ქურდებს შეეშინდათ და ბუჩქებში გადააგდეს, სადაც ის პატარა ძაღლმა, სახელად სპარკლმა, იპოვა.

1970 წელს კი ჟიულ რიმეს თასი ბრაზილიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამედ მოგების აღსანიშნად სამუდამო მფლობელობაში გადაეცათ, თუმცა კარგად ვერ მოუარეს.

1983 წელს თასი ბრაზილიის ფეხბურთის ფედეარციის ოფისიდან მოიპარეს და ის სამუდამოდ დაკარგულად ითვლება. ჟიულ რიმეს თასის ბრაზილიელებისთვის სამუდამოდ გადაცემის შემდეგ კი ფიფამ ახალი თასი დაამზადებინა. მისი ავტორია  იტალიელი სკულპტორი სილვიო გაცანიგა. თასი 18 კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული, 36 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 6 კილოგრამს იწონის. სადგამი მალაქიტის აქვს, ქვედა ნაწილზე კი ჩემპიონების სახელებია გრავირებული.

თასის ცხოვრება კი სულაც არ არ შემოფარგლული ფინალის დღით. ჩემპიონატის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე ის მსოფიო ტურნეში მიემგზავრება, რასაც FIFA Trophy Tour ჰქვია. ეს არის მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში, გულშემატკივრებს მისი საკუთარი თვალით ნახვის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ. სხვათა შორის, ამ ტურის სპონსორი კოკა კოლაა.

საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიო თასი არა მხოლოდ მატერიალური ნივთია, ინტელექტუალურ საკუთრებასაც წარმოადგენს. მისი გამოსახულება ფიფას სავაჭრო ნიშნად აქვს რეგისტრირებული და ორგანიზაციის ნებართვის გარეშე კომერციული მიზნებით მისი გამოყენება აკრძალულია. თუმცა საქართველოში, და ალბათ სხვაგანაც, ბაზრობებზე შეგიძლიათ იყიდოთ მისი იაფფასიანი პლასტმასის ასლი.

ახლა ყველაზე საინტერესო: როგორ რეგულირდება იურიდიული თვალსაზრისით მსოფიო თასის ბედი ფინალის შემდეგ. მსოფლიოს ჩემპიონს თასის ორიგინალი გადაეცემა, თუმცა ის მაინც რჩება ფიფას საკუთრებაში. კერძოდ, დაჯილდოების ცერემონიალზე ჩემპიონი ამ თასს აღმართავს, ზეიმობს, ფოტოებს იღებს და ამით თასის ორიგინალით სარგებლობის უფლება სრულდება.

რეგლამენტის თანახმად, ჩემპიონი თასს სტადიონზევე, გასახდელიდან უბრუნებს ფიფას ოფიციალურ წარმომადგენლებს და სწორედ ამ დროს ჩემპიონს ორიგინალის სანაცვლოდ გადაეცემა ოფიციალური ასლი. და შემდეგ, სწორედ ეს ოფიციალური ასლია, FIFA Trophy Tour მოგზაურობაში რომ მიემგზავრება.



ავტორი: გიორგი დარჯანია

07/20/2026

თასიმსოფლიოფეხბურთიჩემპიონატი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024