Logo

"ეს აქამდე ხმამაღლა არ მითქვამს" - ვის მიუძღვნა პრემიერა თინათინის როლის შემსრულებელმა ქეთი სვანიძემ?

"ეს აქამდე ხმამაღლა არ მითქვამს" - ვის მიუძღვნა პრემიერა თინათინის როლის შემსრულებელმა ქეთი სვანიძემ?

04/10/2026

ტექსტის ზომა

მოსალოდნელი იყო, რომ რუსთაველის თეატრში "ვეფხისტყაოსნის" პრემიერა ხმაურის გარეშე არ ჩაივლიდა... თუმცა გამოხმაურებების მასშტაბი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

რობერტ სტურუას სპექტაკლის განხილვამ მთლიანად მოიცვა ქართული საზოგადოება. კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა არა მარტო რეჟისორი, არამედ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი - ქეთი სვანიძე.
ქეთი უკვე მრავალი წელია რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობია. "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში მან რუსთაველის თეატრში მოსვლის პერიოდი გაიხსენა.
"მინდა, გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც პირველად მოვედი რუსთაველის თეატრში, ქალბატონმა მარინა ჯანაშიამ მითხრა, როდესაც შემოხვედი თეატრში, შენში "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟი დავინახე და დაიმახსოვრე, მე შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო, მაგრამ ასე მოხდებაო. ქალბატონმა მარინამ მიწინასწარმეტყველა ეს და მას ვუძღვნი ამ როლს. ეს აქამდე ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ პრემიერა ჩემს გულში მას მივუძღვენი,"- თქვა მსახიობმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ვეფხისტყაოსანიმსახიობიპრემიერაქეთი სვანაძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026